სათაფლიის კარსტული მღვიმეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
''' სათაფლიის კარსტული მღვიმეები''' კარსტული [[მღვიმე]]ების ჯგუფი [[დასავლეთ საქართველო]]ში, [[წყალტუბოს მუნიციპალიტეტი|წყალტუბოს მუნიციპალიტეტში]] ([[იმერეთი]]). [[ქუთაისი]]ს ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე. [[მღვიმე]]ები განლაგებულია [[სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი]]ს ტერიტორიაზე. მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს [[275]] მეტრიდან [[405]] მეტრამდე. აღსანიშნავია რომ სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი, მეტად მდიდარია არა მხოლოდ [[ესთეტიკა|ესთეტიკურად]], არამედ იმითაც რომ მასში მოპოვებულია არაერთი ფაუნისტური და ფლორისტული სახეობები. ნიშანდობლივია რომ, ჩვენში ინტენსიური კვლევები რომ ჩატარებულიყო [[სპელეოფაუნა|სპელეოფაუნის]] შესასწავლად, სავარაუდოდ სათაფლიაში მრავალი ახალი [[ფაუნა|ფაუნის]] თუ [[ფლორა|ფლორის]] სახეობის მოპოვება იქნებოდა შესაძლებელი, რამეთუ არსებობს ამის [[პერსპექტივა]].
 
ამ ტერიტორიაზე განლაგებულია [[კოლხური ტყე]], რელიქტური და [[ენდემი|ენდემური]] ნიმუშებით და [[დინოზავრი]]ს ნაკვალევით.
 
საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთადერთია იმ [[5]] [[გამოქვაბული]]დან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარებს სამგურალის სერზე, ზ.დ. [[360]] მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი [[ღრმული]]ს ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გცხვდება [[ეროზია|ეროზიული]] საფეხურები. შესასვლელიდან დაახლოებით [[100]] მეტრში არის ულამაზესი ”გუმბათოვანი დარბაზი”, ხოლო 150 მეტრში ”ნაღვენთების სასაფლაო”. მღვიმეს აქვს განშტოებებიც.
Line 7 ⟶ 8:
მღვიმე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით - [[სტალაქტიტი|სტალაქტიტებით]], [[სტალაგმიტი|სტალაგმიტებით]], სვეტებით და სხვ. არის ასევე ლოდნარები, ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები. მღვიმის [[ჰავა]] სტატიურია და უდრის 11-12 გრადუსს. აქვეა
[[ოღასყურა]]ს მიწისქვეშა დინება. ზამთრის პერიოდში ნაკადის დინება მერყევია. [[ორგანული სამყარო]] შეიცავს ობობებს, მტკნარი წყლის მოლუსკებს, სხავასხვა ჭიებს, სოკოებს, ხავსებსა და სხვ. სათაფლიის მღვიმე ადვილი მისადგომია (თუ არ ჩავთვლით მის განშტოებებს).
[[მღვიმე]] [[1925]] წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს.