ჰიპოკრატე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: cv:Гиппократ
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Hippocrates.jpg|thumb|right|ჰიპოკრატე]]
'''ჰიპოკრატე''' [(* ძვ. წ. 460, კ. [[კოსი]] ― გ. ძვ. წ. 377 (სხვა მონაცემებით ძვ. წ. 356), [[ლარისა]], [[თესალია]]]) -- ძველი საბერძნეთის ექიმი, ანტიკური მედიცინის რეფორმატორი.
 
ჰიპოკრატეს პირველ მასწავლებლად მიჩნეულია მამამისი - [[ჰერაკლიდე]]; დედა - ფენარეტე, ბებიაქალი იყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჰიპოკრატე საცხოვრებლად [[ათენი|ათენში]] გადავიდა და სწავლა გააგრძელა. სწავლის დასრულების შემდეგ ეწეოდა მოხეტიალე ექიმის - [[პერიოდევტი|პერიოდევტის]] საქმიანობას. ბევრი იმოგზაურა [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], [[მცირე აზია|მცირე აზიაში]], შავი ზღვის სანაპიროზე, იყო სკვითებთან, კარგად გაეცნო მცირე აზიისა და ეგვიპტის მედიცინას. ავადმყოფის გამოკვლევისას იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა დათვალიერება, ხელით გასინჯვა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს მოსმენა და სხვა. ყურადღებას აქცევდა გამონაყოფებს, მათ სუნს, ფერს, შარდის ნალექს; სათავე დაუდო ავადმყოფობის მიმდინარეობის აღწერას (ავადმყოფობის ისტორია); შექმნა მოძღვრება [[პროგნოსტიკა|პროგნოსტიკაზე]], რაც ეყრდნობოდა ავადმყოფის წარსულისა და აწმყო მდგომარეობის დეტალურ შესწავლას; საფუძველი ჩაუყარა [[სამედიცინო გეოგრაფია|სამედიცინო გეოგრაფიასა]] და ტოპოგრაფიას; როგორც დასტაქარმა შეიმუშავა ნახვევის დადების წესები, მოტეხილობის, ღრძობის, ფისტულების მკურნალობის მეთოდები და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიპოკრატე“-დან