დოიჩე ოპერ ბერლინი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''დოიჩე ოპერ ბერლინი''' ([[გერმ.]] Deutsche Oper Berlin - გერმანიის ოპერა ბერლინი) — [[ოპერის თეატრი]] [[ბერლინი|ბერლინში]], [[გერმანია]]. აქ მდებარეობს ბერლინის საოპერო დასი და სახელმწიფო ბალეტი.
 
თეატრი შედარებით ახალგაზრდაა, შენობა [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ აიგო. თუმცა თეატრის ისტორია გაცილებით ადრე იწყება და მოდის დოიჩეს ოპერნჰაუზიდან, რომელიც ხარლოტენბურგის უბანში ბისმარკშტრასეზე გაიხსნა [[1912]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]] [[ბეთჰოვენი]]ს "ფიდელიოს" შესრულებით, რომელისაც იგნაც ვაგჰალტერის დირიჟორობდადირიჟორობით.
 
1925 წელს მისი სახელი შეიცვალა "შტედტიშე ოპერ"-ით (საქალაქო საოპერო თეატრი). თუმცა [[გიობელსი, იოზეფ|იოზეფ გიობელსმა]] მას სახელი უკან დაუბრუნა და ისევ დოიჩეს ოპერნჰაუზი დაარქვა. 1935 წელს შენობის ინტერიერი განახლდა [[ბაუმგარტენი, პაულ|პაულ ბაუმგარტენის]] მიერ, რის გამოც მაყურებელთა ტევადობა შემცირდა 2300-დან 2098-მდე. შენობა 1943 წლის 23 ნოემბერს სრულიად განადგურდა.