ნეოლითის ხანა: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტის დამატება: az:Neolit; cosmetic changes
(ბოტის დამატება: pnb:نیولتھک)
(ბოტის დამატება: az:Neolit; cosmetic changes)
'''ნეოლითის ხანა''' – (ნეო – ბერძნ. neos - ახალი, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს ახალს,
განახლებულს; ლითი, ლითო – ბერძნ. lithos – [[ქვა]], რთული სიტყვის ნაწილი, აღნიშნავს ქვასთან, ქანებთან დამოკიდებულებას), ახალი [[ქვის ხანა]], ქვის ხანის ბოლო საფეხური, რომელიც შეცვალა [[ენეოლითი |ენეოლითმა]]. ტერმინი „ნეოლითი“ მეცნიერებაში [[1865]] წელს შემოიტანა ჯ. ლაბოკმა იმ პერიოდის აღსანიშნავად, როდესაც ადამიანი
თავის საკვებს [[მარცვლეული]]ს [[კულტივაცია |კულტივაციითა]] და ცხოველთა მოშინაურებით მოიპოვებდა, მაგრამ იარაღის
დასამზადებლად ([[ხე |ხისა]] და [[ძვალი |ძვლის]] გარდა) ჯერ კიდევ მხოლოდ ქვას იყენებდა. ნეოლითის განმსაზღვრელი
ნიშნებია: მიმთვისებლური მეურნეობიდან ([[ნადირობა]], [[თევზჭერა]], [[შემგროვებლობა]]) მწარმოებლურ
მეურნეობაზე ([[მიწათმოქმედება]], [[მეცხოველეობა]]) გადასვლა, [[თიხა |თიხის]] ჭურჭლის გაჩენა, ქვის იარაღის
გაპრიალება, გახვრეტა. კულტურულ–სამეურნეო ნიშნების მიხედვით ნეოლითის კულტურები ორ მთავარ ჯგუფად იყოფა: 1. მიწათმოქმედ–მეცხოველე ტომთა და 2. მაღალგანვითარებულ მონადირეთა და მეთევზეთა.
 
[[ევროპა]]სა და აზიაში ნეოლითის ძეგლების დიდი ნაწილი ძვ. წ. VI – III ათასწლეულებითთარიღდება. [[ახლო აღმოსავლეთი |ახლო აღმოსავლეთში]] უძველეს მიწათმოქმედ – მესაქონლე ტომთა კულტურები ძვ. წ. VIII –VII ათასწლეულებით თარიღდება. ნეოლითის კულტურებს უკავშირდება [[შუა აზია |შუა აზიის]] სამხრეთში გავრცელებული [[ჯეითუნის კულტურა ]] (ძვ. წ. VI-V). [[ჩინეთი]]ს სამიწათმოქმედო ნეოლითი ([[იანშაო]]) ეკუთვნის IV – III ათასწლეულს. [[ეგვიპტე]]სა და [[ჩრდილოეთი აფრიკა |ჩრდ. აფრიკაში]] სამიწათმოქმედო ნეოლითი ძვ. წ. V-IV ათასწლეულებით თარიღდება. [[კავკასია]]ში ნეოლითის ძეგლები ძირითადად თავმოყრილია დას.
 
ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი – დას. [[საქართველო]]ში. აქ გვხვდება როგორც ადრინდელი ნეოლითური უკერამიკო ნეოლითის კომპლექსები ([[ქობულეთი]], [[ხუცუბანი]], [[ანასეული]] I, [[ხორში]], [[გალი]] I და სხვ.). გვხვდება აგრეთვე განვითარებული ნეოლითის ხანის კომპლექსები ([[ოდიში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) |ოდიში]], [[ანასეული]] II, [[კისტრიკი]], [[გურიანთა (ნამოსახლარი) |გურიანთა]], [[მელოური]] და სხვ.). აღმ. ამიერკავკასიის ვრცელი ტერიტორია ([[აზერბაიჯანი]]ს დიდი ნაწილი, [[არარატის ველი]] და სამხ.–აღმ. საქართველო) ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ათვისებული ჰქონდათ მიწათმოქმედ–მესაქონლე ტომებს ([[შულავერი-შომუთეფეს კულტურა]]), რომლის ადრეული ძეგლები ([[შულავრისგორა]], [[გადაჭრილიგორა]], [[იმირის გორა]], [[შომუთეფე]], [[ხათუნარხი]] და სხვ.) ყველა ნიშნის მიხედვით განვითარებულ ნეოლითს მიეკუთვნება. ცენტრ. კავკასიის მთისწინა ზოლში, კავკასიის ორივე კალთაზე, გავრცელებული ჩანს მონადირე–მეთევზეთა და შემგროვებელთა ზონალური [[პალურ–ნაგუთანის კულტურა |კულტურა პალურ–ნაგუთანის ტიპისა]], რომელიც [[კოდორი]]დან [[არაგვი |არაგვ]]–[[თერგი]]ს აუზამდე ჩანს გავრცელებული. ამ კულტურას ახასიათებს თავისებური ქვის ინდუსტრია, რომელიც მთიან ზონაში გავრცელებული [[მეზოლითი]]ს საფუძველზე იყო განვითარებული.
 
== ლიტერატურა ==
* თ. კიღურაძე, ნეოლითის ხანა, [http://www.nbg.gov.ge/uploads/leqsikoni.pdf ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი].
 
[[ar:عصر حجري حديث]]
[[ast:Neolíticu]]
[[az:Neolit]]
[[ba:Неолит]]
[[bg:Новокаменна епоха]]
77,380

რედაქტირება