რთულყვავილოვანნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: hu:Fészkesvirágúak
+ბმულები
ხაზი 15:
'''რთულყვავილოვანნი''' (Asteraceae ანუ Compositae), [[ორლებნიანი მცენარეები|ორლებნიან მცენარეთა]] ოჯახი. [[ორწლოვანი მცენარეები|ორწლოვანი]] ან უფრო ხშირად [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] ბალახოვანი მცენარეებია, გვხვდება აგრეთვე ბუჩქბალახები ან ბუჩქები (ზომიერ სარტყელში) და ლიანები (ტროპიკებში). ფოთლები მარტივი ან რთულია, მორიგეობით, მოპირისპირედ, ან რგოლურად განწყობილი, ყვავილები მეტწილად პატარაა, საერთო ყვავილსაჯდომზე მჭიდროდაა განლაგებული და შეკრებილია კალათა ყვავილედებად. კალათები სხბადასხვა მოყვანილობისა და ზომისაა, შემოხვეული სახეშეცვლილი ფოთლებით ე. წ. საბურღველით, მარტოულია ან რამდენიმე, ზოგჯერ მრავალია და თავის მხრივ შეკრებილია სხვადასხვანაირ რთულ ყვევილედად. ყვავილები 5-წევრიანია, მეტწილად ორსქესიანია, იშვიათად ერთსქესიანი ან უსქესო. ყვავილის ჯამი სახეშეცვლილია ქოჩრად, ბეწვებად ან ჯაგრებად. ქოჩორი ხშირად ნაყოფს შერჩება ხოლმე და ხელს უწყობს მის გავრცელებას; გვირგვინი ფურცლებშეზრდილია. თითოეულ კალათაში ყველა ყვავილი ენაკისებრია (ქვეოჯახი Cichoroideae ანუ Liguliflorae) ან მილისებრი, ორტუჩა ან განაპირა ენაკისებრი, შიგნითა — მილისებრი (ქვეოჯახი Carduoideae ანუ Tubuliflorae) მტვრიანებს ერთმანეთთან მილად შეზრდილი სამტვრეები აქვთ; ბუტკო 2 ნაყოფის ფოთლისაგან შედგება. ნაყოფი სხვადასხვა ფორმისა და ზომის თესლურაა. დამტვერვა ხდება [[მწერები]]თ და ქარით. ერთსახლიანი, უფრო იშვიათად ორსახლიანი მცენარეებია. ცნობილია 1000-მდე გვარის 30 000-მდე სახეობა. გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე. [[საქართველო]]ში 212 გვარის 459-მდე სახეობაა.
 
რთულყვავილოვანნი ორლებნიანებს შორის ევოლუციურად ყველაზე მაღალი განვითარების ოჯახად ითვლება. ოჯახის სახეობათა შორის ბევრია სამეურნეო მნიშვნელობის მცენარე: ბოსტნეული ([[სალათა]], [[არტიშოკი]]), ზეთოვანი ([[მზესუმზირა]], [[ალისარჩული]] და სხვა), სასურსათო მიწავაშლა, კაუჩუკის შემცველი (ფამფარულა), დეკორატიული (გეორგინი, ასტრა, ქრიზანთემა და სხვა). ბევრი მათგანი აბეზარი სარეველაა.
 
== ლიტერატურა ==
*'' ხინთიბიძე ლ.,'' [[ქსე]], ტ. 8, გვ. 382, თბ., 1984
 
[[კატეგორია:რთულყვავილოვანნი|*]]