ბოსტნეული კულტურები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: pnb:سبزیاں
+ბმულები
ხაზი 12:
* [[მარცვლოვანნი]] — [[ტკბილი სიმინდი]].
 
სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით განარჩევენ ერთწლოვან, ორწლოვან და მრავალწლოვან ბოსტნეული კულტურებს. საჭმელად გამოსაყენებელი ორგანოების მიხედვით ბოსტნეული კულტურები იყოფა 4 ჯგუფად: [[ფოთლიანები]] — [[კომბოსტო]], [[კამა (მცენარე)|კამა]], [[ოხრახუში]], [[სალათა]], [[ისპანახი]] და სხვა; [[ნაყოფიანები]] — კიტრი, ნესვი, [[საზამთრო]], პამიდორი, [[ბადრიჯანი]], ლობიო, სიმინდი და სხვა; [[ძირხვენები]] — [[თალგამურა]], ბოლოკი, თვის ბოლოკი, [[სტაფილო]], [[ჭარხალი]] და სხვა; [[ბოლქვიანი მცენარეები|ბოლქვიანნი]] — ხახვი, პრასა, ნიორი. მრავალწლოვანებს გამოყოფენ ცალკე ჯგუფად. ბოსტნეული კულტურები შეიცავს ვიტამინებს, აგრეთვე ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს. ხახვში, ნიორში, ბოლოკსა და სხვა შემავალ [[ფიტონციდები|ფიტონციდებს]] ახასიათებთ ბაქტერიციდული თვისებები. თითქმის ყველა ბოსტნეული ძვირფასი საკონსერვო ნედლეულია. ბოსტნეული კულტურების უმეტესობა ტროპიკული და სუბტროპიკული წარმოშობისაა, ბევრი მათგანი სითბოს მოყვარულია და მოითხოვს ნაყოფიერსა და ტენიან ნიადაგს. [[საქართველო]]ში ბოსტნეული კულტურები ძველთაგანვე ფართოდაა გავრცელებული.
 
[[კატეგორია:ბოსტნეული|*]]