ჭადარი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:The platan-Tree, telavi.jpg|thumb|300px|900 წლის ჭადრის ხე თელავში]]
'''ჭადარი''' ([[ლათინური ენა|ლათ.]] Platanus), მცენარეთა გვარი ჭადრისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი მაღალი ხეებია. სიმაღლე 50 მ, გარშემოწერილობა 18 მ აღწევს. ქერქი მომწვანო-ნაცრსიფერიანაცრისფერია, ღეროს სისქეში ზრდასთან ერთად აშრევდება ხოლმე. ფოთლები თათისებრ განკვეთილია, გრძელყუნწიანი ყვავილები წვრილია, ცალსქესიანი, შეკრებილია მჭიდრო თავაკ ყვავილედად. ნაყოფი კრებადი კაკლუჭაა, მთელი ზამთარი ხეზე რჩება, გაზაფხულზე კი იშლება კაკლუჭებად.
 
ჭადარი სწრაფად მზარდი ხეა, ცოცხლობს 2000 წლამდე. ლამაზი, მსუბუქი და მაგარი [[მერქანი]] აქვს. იყენებენ სადურგლო საქმეში.
 
ჭადრის 10-მდე სახეობა გავრცელებულია [[ჩრდილოეთ ამერიკა]]ში და აღმოსავლეთ [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუაზღვისპირეთიდან]] [[ინდოჩინეთი|ინდოჩინეთამდე]]. [[საქართველო]]ში კულტივირებულია 2 სახეობა: აღმოსავლური ჭადარი (P. orientalis) და დასავლური ჭადარი (P. occidentalis), რომლებიც მოშენებულია ბაღ-პარკებსა და ქუჩებში. საქართველოში ყველაზე დიდი ჭადარი დგას [[თელავი|თელავში]], რომელიცრომლის გარშემოწერილობა 12 მ აღწევს.
 
== ლიტერატურა ==