პეტრე I დიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: ga:Peadar Mór, ms:Peter I dari Rusia შეცვლა: bs:Petar I Veliki
No edit summary
ხაზი 4:
 
==ბავშვობა და სიყმაწვილე==
პეტრე დაიბადა [[1672]] წელს [[კრემლი (მოსკოვი)|მოსკოვში]], [[მოსკოვის კრემლი|კრემლში]]. იგი რუსეთის ცარის [[ალექსეი I (რუსეთი)|ალექსეი მოხაილოვიჩის]] მე-12 შვილი იყო. დედამისი [[ნარიშკინა, ნატალია კირილოვნა|ნატალია ნარიშკინა]] ალექსეი მეორე ცოლი იყო. მამისა და უფროსი ძმის, ცარ [[ფედორ III (რუსეთი)|ფედორ III]]-ის სიკვდილის შემდეგ პატარა პეტრე ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბოიართა ორი დაჯგუფების ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. ერთის მხრივ [[მილოსლავსკი|მილოსლავსკები]] - ცარ ალექსეის პირველი ცოლის სანათესაო და მეორეს მხრივ [[ნარიშკინი|ნარიშკინები]] - პეტრეს დედის ნატალიას გვარეულობა სამეფო ტახტზე თავიანთი კანდიდატის დასმისათვის იბრძოდნენ.
 
[[1682]] წელს ცარ ფედორის დასაფლავების შემდგომ [[ბოიარი|ბოიარების]] [[დუმა|დუმამ]] პატრიარქ იოაკიმის დასტურით პეტრე ცარად გამოაცხადა. თუმცა მალე მოსკოვში მილოსლავსკებისა და პეტრე უფროსი დის ცარევნა [[რომანოვა, სოფია ალეკსეევნა|სოფიას]] მიერ პროვოცირებული [[სტრელეცი|სტრელეცების]] ბუნტი დაიწყო, რომელსაც ნარიშკინების საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი ემსხვერპლა. საბოლოოდ ორივე ძმა, პეტრე და [[ივან V (რუსეთი)|ივანი]] ერთდროულად იქნენ ტახტზე დასმული. ივანი მართალია "უფროს" ცარად ითვლებოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელი ძალაუფლება ხელში აიღო სოფიამ, რომელმაც თავი რეგენტად გამოაცხადა და სამეფო საქმეებს სრულიად ჩამოაშორა ნატალია ნარიშკინა. სოფიას მმართველობის დროს პეტრე დედასთან ერთად მოსკოვის მიმდებარე სოფლებში - კოლომენსკოესა და პრეობრაჟენსკოეში ცხოვრობდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_I_დიდი“-დან