ავაგ მხარგრძელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 2:
 
მხარგრძელი მოღვაწეობდა მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობისა და მათი ბატონობის პირველ პერიოდში. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პერიოდის საქართველოს საშინაო და საგარეო ცხოვრებაში. როდესაც მონღოლები შემოიჭრნენ საქართველოში, ავაგი, ნაცვლად იმისა, რომ ორგანიზებული წინააღმდეგობა გაეწია მტრისთვის, გამაგრდა თავის ციხე კაენში, ხოლო შემდეგ დაუზავდა მტერს და მათთან ერთად მონაწილეობდა ლაშქრობებში. მონღოლებმა - ჯერ ბათო-ყაენთან გაგზავნეს, [[ოქროს ურდო|ოქროს ურდოში]], ხოლო შემდეგ - დიდ ყაენთან ყარაყორუმში. აქ ავაგი სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად [[დავით VI |დავით ნარინის]] ამალაში შედიოდა და მხარს უჭერდა მის კანდიდატურას სამეფო ტახტზე (დავით ულუს წინააღმდეგ). მხარგრძელი მონღოლებმა ორივე დავითზე ადრე გაგზავნეს საქართველოში, სადაც მას კონფლიქტი მოუხდა [[ეგარსლან ბაკურციხელი|ეგარსლან ბაკურციხელთან]], რომელიც უმეფობის ხანაში ([[1245]]-[[1247]]) პირველი კაცი გახდა. საქართველოში დაბრუნების რამდენიმე წლის შემდეგ ავაგი გარდაიცვალა. დაკრძალულია თავის საგვარეულო მონასტერში - პღნძჰანქში ([[ახპატი]]).
 
 
 
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი დიდებულები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 12271250]]