მითანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ მითანი-ეგვიპტის კავშირი
ხაზი 77:
 
=== ხათის გააქტიურება ===
 
[[თუშრათა]]ს ([[ამენჰოტეპ III|ამენჰოტეპ III-ის]], [[ამენჰოტეპ IV|ამენჰოტეპ IV – ეხნატონისა]] და [[სუფილულიუმა]]ს თანამედროვის) მმართველობის პირველ ნახევარში მითანი კვლავ რჩებოდა წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ. ამ დროს თუშრათა წარმატებით ახორციელებდა წინაპართა საგარეო პოლიტიკას. ჩრდილოეთ სირიასთან, კერძოდ, [[ხალაფი|ხალაფთან]] ურთიერთობა კვლავ გრძელდებოდა, განიხილებოდა რა ხალაფი მითანის ქვეშევრდომად. ასურეთი ამ პერიოდშიც მითანის ემორჩილებოდა. მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიებზე თუშრათამ დასაწყისში წარმატებით მოიგერია ხეთები, რომლებიც საკმაოდ მომძლავრდნენ და უკვე მითანის ემუქრებოდნენ.
 
მალე ისინი გამოჩნდნენ [[ევფრატი]]ს დასავლეთით. ხათი აღემატებოდა თუშრათას სამხედრო ძლიერებას. მისი ენერგიული მმართველის – [[სუფილულიუმა]]ს მოქმედებამ ძველი დიდება დაუბრუნა ხეთებს. მას შემდეგ, რაც სუფილულიუმამ ევფრატი გადალახა და [[ისუვა]]ს ქვეყანა დაიმორჩილა, ხათის მეფე მაშინვე გაემართა [[ვაშუქანი]]საკენ, მოულოდნელად დაატყდა თავს მითანის დედაქალაქს, დაანგრია და გაძარცვა იგი. თუშრათამ ვერც მოასწრო რაიმე წინააღმდეგობის გაწევა და ბრძოლას განერიდა. ამის შემდეგ სუფილულიუმამ სირიას შეუტია. მან ზედიზედ დაიპყრო სირიის სამთავროები (ხალაფი, [[ალალახი]], [[ნუხაშე]], [[ამურუ]] და სხვ.) და [[ლიბანის მთები]] თავის საზღვრად გამოაცხადა.
 
ამ გზით სუფილულიუმამ მითანის ჩამოაშორა ყველა მისი მოკავშირე, რომლებიც ევფრატის დასავლეთ მხარეში იყვნენ. თავისი რეფორმებით გატაცებულ ეხნატონს კი არ ეცალა და არც შეეძლო წინ აღდგომოდა სუფილულიუმას, რითაც იგი დახმარებას გაუწევდა თავის ყოფილ მოკავშირეს. ამრიგად, მითანი მარტოდმარტო აღმოჩნდა საშიში მტრის – ხათის – წინაშე. ამ დროს მითანის სამეფო კარზე მზადდებოდა დიდი შეთქმულება, რომელშიც ასურეთი უნდა ყოფილიყო ჩარეული. საქმე იმით დამთავრდა, რომ თუშრათა ერთ-ერთმა მისმა შვილმა სიცოცხლეს გამოასალმა.
 
=== აღსასრული ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მითანი“-დან