მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
 
==ტაძრის ისტორია==
[[ფაილი:Tserkov' Sv Davida v Tiflise (A).jpg|მინი|მამადავითის ეკლესიის ადგილას მდგარი ფერისცვალების ძველი ეკლესია]]
ტაძრის ისტორია უკავშირდება VI საუკუნეში საქართველოში ანტიოქიიდან ჩამოსული ათცამეტი ასურელი მამათაგან ერთ-ერთს დავით გარეჯელს. გადმოცემის თანახმად VI საუკუნეში ამ მიდამოებში-მღვიმეში ცხოვრობდა წმ. მამა დავით გარეჯელი. მას შემდეგ რაც მამა დავითმა თბილისი დატოვა და გარეჯში დაემკვიდრა, ამ ადგილას დარჩა სალოცავი. მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, რომელიც ათონის ივერტა მონასტერს ექვემდებარებოდა. ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითის მეორე სახელი - მთაწმინდა დაერქვა. სავარაუდოდ, X საუკუნეში ამავე ადგილას დაარსდა მონასტერი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა. მოგვიანებით, 1542 წელს ძმებ ნიკოლოზ და დავით გაბაშვილების თაოსნობით ღმრთისმშობლის სახელობის სავანე აღდგა. XVIII საუკუნეში მონასტერი უმოქმედო იყო, დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა. 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი „სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა“. ეკლესია აგურით იყო ნაშენი და უგუმბათო ხის სახურავი ჰქონდა. კათოლიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესია ფერისცვალების სახელზე აკურთხა არქიმანდრიტმა ტრიფოლიმ. სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ - გარეჯის უდაბნოში ღირსი მამა დავითი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული. ტაძრისკენ მიმავალი ფართო და ხვეული გზა გენერალ ერმოლოვის ხელმძღვანელობით გაიჭრა 1817 წელს. ასეთი სახით ეკლესიამ 1857 წლამდე იარსება. რომლის შემდეგად გადაწყდა ძველი ტაძრის მაგივრად უფრო დიდი ზომის ტაძარი აეშენებინათ და თომა გრიგორიევის ვაჟმა იოსებმა მრევლში მშენებლობისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. ძველი ეკლესია დაშალეს და 1859 წელს ჩაყარეს ახალი ტაძრის ბალავარი. ტაძრის მშენებლობა უსახსრობის გამო ძალლზედ გაჭიანურდა, რომლის გამო ახალი ტაძრისათვის ანჩისხატის კანკელის დადგმა გადაწყდა. წმ. დავით გარეჯელის სახელობის ანუ მამადავითის ეკლესიას საძირკველი 1859 წლის 22 სექტემბერს ხოლო იკურთხა 1871 წლის 22 სექტემბერს ეგზარხოს ევსევის მიერ. ტაძარს გუმბათი ექვსი წლის შემდეგ 1877 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა დაადგმევინა. მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში, ძველი სამრეკლოს ადგილას ფერისცვალების პატარა ეკლესიაც აიგო. ტაძრის მახლბლად მდებარეობს მამა დავით გარეჯელის სენაკი, აგრეთვე საკურნებელი თვისებების მქონე წყარო. 1889 წელს ტაძარი მოიხატა იოსების ვაჟის ზაქარია გრიგორაშვილის წინამძღვრობის პერიოდში. 1891 წელს ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო საქალებო სკოლა.