ტრამვაი სახელად სურვილი (1951 წლის ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
'''ტრამვაი სახელად სურვილი''' ([[ინგლ.]] A Streetcar Named Desire) არის [[1951]] წლის რომანტიკული დრამა. ფილმი წარმოადგენს [[ტენესი უილიამსი]]ს [[1947]] წლის ამავე სახელწოდების მქონე პიესის ადაპტაციას. სცენარის ავტორები [[ოსკარ სოლი]] და თავად უილიამსია, ხოლო რეჟისორი - [[ელია კაზანი]], რომელმაც მანამდე ორიგინალი სპექტაკლი დადგა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: [[ვივიენ ლი]], [[მარლონ ბრანდო]], [[კიმ ჰანტერი]] და [[კარლ მოლდენი]]. ყველა მსახიობი, გარდა ვივიენ ლისა, აირჩიეს ბროდვეის თეატრიდან, სადაც ისინი ამ პიესას თამაშობდნენ, ხოლო ვივიენი ინგლისის თეატრში თამაშობდა. ფილმი კომპანია [[Warner Bros.]]-მა გამოუშვა.
 
"''ტრამვაი სახელად სურვილი''" არის პირველი ფილმი, რომელმაც ოთხი ნომინაციიდან სამი [[ოსკარი]] აიღო სამსახიობო კატეგორიაში: საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობი - ვივიენ ლი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი მსახიობი - კარლ მოლდენი და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობი - კიმ ჰანტერი. მხოლოდ მარლონ ბრანდომ ვერ მიიღო ჯილდო სტენლი კოვალსკის განსახიერებისათვის. ასევე ეს არის პირველი ფილმი, რომელმაც ერთდროულად მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალისა და მამაკაცი მსახიობებისათვის მიიღო ოსკარი.
 
==შემადგენლობა==