Red Hot Chili Peppers: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
==ისტორია==
 
1980 -იანები: Fairfax High School -ის კურსდამთავრებულებმა: ენტონი კიდისმა, ფლეამ (მაიკლ ბალზარი), [[ჯეკ აირონს]]მა, და [[ჰილ სლოვაკ]]მა დააარსეს ჯგუფი რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი [[1983]] წელს. დასაწყისში მხოლოდ კონცერტებზე ჩანდნენ. თავიდანვე მიიქციეს ყურადღება თავისი უჩვეულო გამოსვლებით. სცენაზე კონცერტების დროს ფაქტიურად არაფერი ეცვათ. ალბომის ჩაწერა გაჭიანურდა. ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, სლოვაკი და აირონსი სხვა პროექტით იყვნენ დაკავებულნი და ამიტომ სადებიუტო ალბომის ჩასაწერად მიწვეულნი იქნენ გიტარისტი [[ჯეკ შერმანი]] და დრამერი [[კლიფ მარტინესი]]. თუმცა ამ ყველაფერმა არ გაამართლა. მათი ტურნე შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი იყო. ისინი ვერ შეეწყვნენ თავიან პროდუსერს. ამას თან დაერთო კიდისის და შერმანის უთანხმოება და ამ უკანასკნელმა დატოვა ჯგუფი. ტურნეს დასასრულებლად დაბრუნდა სლოვაკი. 1985 წელს Parliament-Funkadelic -ის პროდიუსერის [[ჯორჯ კლინტონი]]ს ხელმძღვანელობით ჩაიწერა მეორე ალბომი "Freaky Styley". მართალია, ეს ალბომი ხშირად ტრიალებდა კოლეჯების რადიოებში, თუმცა მაინც ვერ დაიკავა ადგილი მეინსთრიმში. ამის შედეგად ჯგუფი დატოვა დრამერმა. [[1986]] ში ჯგუფს დაუბრუნდა აირონსი. 1987 წელს [[მაიკლ ბელინჰორნი]]ს პროდუსირებით ჩაიწერა მესამე ალბომი - "The Uplift Mofo Party Plan". ეს ალბომი იყო [[ფანკის]], [[ფსიქოდელი]]ის და [[პანკის ]] შერწყმა. ამას მოჰყვა მათი ტურნე [[ევროპა]]ში. ტურნედან დაბრუნების შემდეგ, იმავე თვეში სლოვაკი იპოვეს გარდაცვლილი. მიზეზი: [[ჰეროინი]]ს გადამეტებული დოზა. ჯგუფიდან მალევე წავიდა აირონსიც. კიდისმა და ფლიიმ დაიმატეს დრამერი ჩად სმიტი და გიტარისტი ჯონ ფრუშიანტე. [[1989]] წელს მათ დაასრულეს ალბომი "Rockin' Freakapotamous", რომელზე მუშაობაც შეჩერებული იყო სლოვაკის გარდაცვალების გამო. განახლებულს ალბომს ეწოდა "Mother's[[მაზერს Milkმილქი]]". ეს იყო ფანკის, ჯაზის, [[რეპი]]ს და [[ჰევი მეტალი|მეტალი]]ს ნაზავი. ამ ალბომის სიმღერა "Knock[[ნოქ Meმი Downდაუნ]]" შევიდა საუკეთესო ათეულში და როგორც იქნა დაიმკვიდრეს ადგილი მეინსთრიმში. ალბომის წარმატებამ გამოიწვია ცხრა თვიანი ტურნე მსოფლიოს გარშემო.
 
 
1990 -იანები: ჯგუფს დაუკავშირდა Warner Brothers Records -ი. [[1991]] წელს მათ მეხუთე ალბომს პროდუსირება გაუწია [[რიკ რუბინ]]მა. ეს იყო "Blood[[ბლად Sugarშუგა Sexსექს Magikმეჯიქი]]", რომელიც ჩაიწერა ცოცხლად. ალბომი გამოვიდა სექტემბერში. სიმღერებმა "[[გივ ით ევეი]]" და "[[ანდერ ზი ბრიჯ]]" მოიპოვეს უზომო წარმატება. მარტო შეერთებულ შტატებში გაიყიდა შვიდი მილიონი დისკი. [[1992]] წელს ჯგუფი დატოვა ფრუშიანტემ. რამდენიმე კანდიდატს შორის საბოლოოდ შეირჩა [[დეივ ნავარო]]. [[1995]] წელს გამოვიდა მათი მორიგი ალბომი "[[ვან ჰოთ მინით]]". ალბომი იყო ჩვეულ სტილის (ფანკი, პანკი და ფსიქოდელია). წინამდებარე ალბომთან შედარებით ჯგუფმა ვერ მოიპოვა ისეთივე წარმატება, თუმცა სიმღერებმა "My[[მაი friendsფრენდს]]" და "Aeroplane[[ეროფლეინ]]", მაინც დაიკავეს მოწინავე ადგილები ჩარტებში. ამ ალბომის შემდეგ ჯგუფი დატოვა ნავარომ. [[1998]] წელს დაბრუნდა ფრუშიანტე (ორი სოლო ალბომის შემდეგ). ჯგუფმა შექმნა მორიგი ალბომი -"Califonication[[ქალიფორნიაქეიშენ]]", რომელიც შეიძლება ჩაითვალოს შედევრად. ალბომი შეიცავს ისეთ გენიალურ ჰიტებს როგორებიცაა: "Scar[[სქარ Tissueთიშუ]]"(მოიპოვა [[გრემი]]), "Otherside", "Californication", "Around the world", "Road Trippin", "Parallel Universe". ამას მოყვა ჯგუფის ტურნე, რომელიც თითქმის ორი წელი გაგრძელდა. სწორედ ამ ტურნეს დროს ჩაატარეს მათ თავისი უდიდესი კონცერტები. მათ შორის მოსკოვში. ამ კონცერტს ესწრებოდა 200 000 ადამიანი. [[2001]] წელს გამოუშვეს თავისი პირველი დივიდი - "Off The Map".
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Red_Hot_Chili_Peppers“-დან