დავით VII ულუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დავით VII გადატანილია დავით VII ულუ-ზე
No edit summary
ხაზი 31:
'''დავით VII''' ''ულუ'' (დ. [[1216]] — გ. [[1270]]), საქართველოს მეფე [[1247]]-70, [[გიორგი IV ლაშა|გიორგი IV ლაშას]] უკანონო შვილი. დაახლოებით [[1236]] ([[1237]]) [[რუსუდანი|რუსუდან]] მეფემ ტახტის შესაძლებელი პრეტენდენტის თავიდან მოცილების მიზნით იგი თავის სიძესთან (რუსუდანის ასულის თამარის ქმართან), რუმის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-თან გაგზვნა. სულთანმა ბორკილგაყრილი დავით გიორგის ძე ციხეში დაამწყვდია. გათავისუფლდა მონღოლთა მიერ ყიას ად-დინის დამარცხების შემდეგ (დაახლოებით [[1242]] (1243)). უმეფობის ხანაში ქართველ დიდებულთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტახტის მემკვიდრედ დავით გირგის ძე წამოაყენა, რადგან დავით რუსუდანის ძე ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. მონღოლთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაახლოებით [[1245]] (1246) ტახტის ახალი კანდიდატი რუმის სასულთნოდან საქართველოში ჩამოიყვანეს და ყაენთან გაგზავნეს. [[1246]] [[ყარაყორუმი|ყარაყორუმში]] ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა დავით რუსუდანის ძე. ამრიგად ყაენის კარზე ერთდროულად საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი (მამიდაშვილ-ბიძაშვილი) აღმოჩნდა და შესაბამისად ქართველ დიდმოხელე ფეოდალთა ორი დაჯგუფებაც შეიქმნა. დავით გიორგის ძის მომხრეებმა იცოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით ვერ გაიმარჯვებდნენ (ქართული სამართალი უკანონო შვილის უფლებებს არ ცნობდა) და ამიტომ ყაენს სთხოვეს ეს საკითხი მონღოლთა სამართლის მიხედვით გადაეწყვიტა (მონღოლთა სამართალი არ განარჩევდა კანონიერ და უკანონო შვილებს და უპირატესობას უფროს შვილს ანიჭებდა). [[1247]] [[გუიუქ-ყაენი|გუიუქ-ყაენმა]] ორივე დავითი მეფე დაამტკიცა: დავით გიორგის ძე უფროსს (მონღოლურად "[[ულუ]]"), ხოლო დავით რუსუდანის ძე - უმცროს (მონღოლურად "[[ნარინი]]") მეფედ. [[1248]] (1249) დავით VII [[დავით VI|დავით VI-თან]] ერთად თბილისში დაბრუნდა. ორივე მეფე 1259-მდე თანხმობით განაგებდა ქვეყანას.
[[ფაილი:Georgian Issue of Davit VII Ulu.jpg|thumb|left|px|დავით ულუს დროს გამოშვებული მონეტა.]]
[[1256]]-იდან წლიდან საქართველო ილხანთა ანუ ჰულაგუიანების სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. ილხანთა [[მონღოლთამონღოლების ბატონობა საქართველოში|ბატონობის ხანაში]] კიდევ უფრო დამძიმდა გადასახად-გამოსაღებელი, რის შედეგადაც [[1259]] აჯანყებამ იფეთქა. მას სათავეში დავით VI ნარინი ჩაუდგა. ამ აჯანყების დროს [[ჰულაგუ-ყაენი|ჰულაგუ-ყაენმა]] დავით VII-ს [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მოსთხოვა. მეფემ არ შეასრულა ყაენის მოთხოვნა და [[1260]] წელს, როცა 1259 წლის აჯანყება უკვე დამცხრალი იყო, აჯანყდა. აჯანყებულთა მთავარი დასაყრდენი [[სამცხე]] იყო. [[ახალდაბა|ახალდაბასთან]] ბრძოლაში ყაენის სარდალმა არღუნ-ნოინმა დაამარცხა დავით VII-ისა და სამცხის სპასალარ სარგის ჯაყელის მცირერიცხოვანი ჯარი. აჯანყება მაინც გრძელდებოდა. [[1261]] მაისში ყაენის ბრძანებით არღუნი დიდძალი ჯარით კვლავ შევიდა სამცხეში, მაგრამ დავით VII-ის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა, ვერც ჯაყელთა რეზიდენცია ციხისჯვარი აიღო და ივნისში უკან გაბრუნდა. მიუხედავად ამისა, დავით VII იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა და [[ქუთაისი|ქუთაისში]] დავით VI-თან გადასულიყო. მონღოლთა ლიხთიმერეთში გადასვლა ვერ გაბედეს და ბრძოლა შეწყვიტეს. დასავლეთ საქართველოში დიდებული ფეოდალები დავით VII-ისა და დავით VII-ის მომხრეებად გაიყვნენ. ამასობაში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მეთვალყურედ დასვეს ვინმე შადინი და მას მმართველად დანიშვნასაც უპირებდნენ, რაც აღმოსავლეთ საქართველოს სრული დაპყრობის მომასწავებელი იქნებოდა. ასეთ პირობებში დავით VII მონღოლებს შეურიგდა, [[თბილისი|თბილისში]] გადავიდა და 1262 სარგის ჯაყელთან ერთად ჰულაგუსთან გაენგზავრა. ამ დროიდან საქართველო ფაქტობრივად ორ პოლიტიკურ ერთეულად - აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ გაიყო. დავით VII-ის საქმის გამოძიების დროს ყაენს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ დაძრულიყო [[ოქროს ურდო|ოქროს ურდოს]] ყაენი [[ბერქა]]. ჯულაგუმ გამოძიება შეწყვიტა, დავით VII საქართველოში დაბრუნდა და ჯარით ხლება უბრძანა. [[1263]] ბერქასთან ბრძოლაში დამარცხებული ჰულაგუმ შირვანში [[სიბა]] ააგო ოქროს ურდოს შემოსევათა შესაკავებლად. მეფე ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე ლაშქრით სიბაზე იყო. [[1265]] წელს დავით VII საქართველოს ჯარით [[აბაღა-ყაენი|აბაღა-ყაენის]] ლაშქარში იბრძოდა ბერქას წინააღმდეგ.
 
დავით VII-ის დროს ქვეყანა ეკონომიურმა კრიზისმა მოიცვა. მეფისა და მწიგნობართუხუცეს [[ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელი|ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელის]] აგრარულმა პოლიტიკამ-საეკლესიო მამულების ფეოდალებისთვის გადაცემამ - ვერ აღადგინა ფეოდალთა მიწათმფლობელობის ადრინდელი სიმტკიცე. საქართველოში ფეხს იკიდებდა მონღოლთა წესები. [[1266]] წელს საქართველოს სამეფოს გამოეყო სამცხე, რომელიც უშუალოდ ყაენს დაექვემდებარა. ამრიგად, XIII საუკუნის 60-იანი წლებისათვის საქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერტეულად გაიყო.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_VII_ულუ“-დან