ბოშები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

10:31, 1 ნოემბერი 2006-ის ვერსია

ბოშები — ერი (უფრო სწორად კი, საერთო წარმოშობისა და ენის მქონე ეთნიკური ჯგუფები). საკუთარ თავს უწოდებენ "რომა"–ს. ზოგიერთი ჯგუფები საკუთარ თავს მოიხსენიებენ როგორც "სინტი". ბოშები წარმოშობით ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური ჯგუფია. ცხოვრობენ ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკისა მრავალ ქვეყანაში, ასევე ავსტრალიაში.

ბოშა გოგონები

ინგლისელები მათ ტრადიციულად უწოდებენ Gypsies (Egyptians — «ეგვიპტელები»), ესპანელებიGitanos, ფრანგებიBohémiens (ბოჰემიელები), Gitans ან Tsiganes, გერმანელებიZigeuner, იტალიელებიZingari, ჰოლანდიელებიHeidens ("კერპთაყვანისმცემლები"), უნგრელებიCigany ან Pharao nerek ("ფარაონის ტომი"), ფინელებიmustalaiset ("შავები"), თურქები — Çingerie, Çingane; ებრაელები — Tso’anim (צוענים), მომდინარეობს ბიბლიური ეგვიპტური პროვინცია – "ცოანი"–დან. ამჟამად ევროპულ ენებში ფართოდ მკვიდრდება ბოშების ეთნონიმი – "რომა".

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემიტ ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2,5 – 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს. ყოფილ საბჭოთა კავშირში მათი რიცხი ოფიციალური მონაცემით 175,3 ათასი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 20 ათასი ბოშა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტების მიერ იქნა განადგურებული (იხ. პარაიმოსი).

ბოშები საუბრობენ ბოშების ენაზე, რომელიც რამოდენიმე დიალექტად იყოფა. ასევე საუბრობენ იმ ერების ანზეც, რომელთა შორისაც მომთაბარეობენდა ცხოვრობენ.


იხილეთ ასევე