აღჯაყალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
+კატ.
ხაზი 1:
'''აღჯაყალა''' ([[თურქ.]] akçakale - თეთრი ციხე), ქართულ ისტორიულ წყაროებში ამ სახელწოდებით ცნობილია რამდენიმე პუნქტი:
 
* სოფელი საქართველოს ისტორიულ მხარეში - პალაკაციოში[[პალაკაციო]]ში, [[ჩილდირის ტბა|ჩილდირის ტბის]] ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის[[თურქეთი]]ს ტერიტორია). ქართულ წყაროებში იხსენიება "თეთრ ციხედ";
 
* ციხესიმაგრე ქვემო ქართლის ისტორიულ პროვინციაში [[გაჩიანი|გაჩიანში]] (შემდეგდროინდელ [[სომხითი|სომხითში]]). მისი ნანგრევები შემორჩენილია მდინარე დებედის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირის ვაკეზე, სოფ. კუშჩის ([[მარნეულის რაიონი]]) მახლობლად. სახელწოდება ჩნდება XV საუკუნეში, შერქმეულია თურქმანთა მიერ. ძველ ქართულ წყაროებში [[გაგის ციხე|გაგის ციხედ]] იხსენიება. აღჯაყალა გვიანდელი შუა საუკუნეებში სომხითის მთავარი ციხესიმაგრე იყო. იდგა სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაგისტრალზე, რომელიც საქართველოს აკავშირებდა ახლო ახმოსავლეთთან, კერძოდ, ირანთან. აღჯაყალა სამხრეთიდან იცავდა თბილისის მისადგომებს. ირანელი მმართველები დაჟინებით ცდილობდნენ აღჯაყალის ხელში ჩაგდებას, დებედის ველზე მომთაბარეთა დასახლებას, აქ ქართულ ფეოდალური მეურნეობის აღმოფხვრას და [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოს]] სამხრეთ მისადგომების მოშლას. ირანის შაჰების პოლიტიკა შეუპოვარ წინააღმდეგობას ხვდებოდა ქართველი მეფეების მხრივ, რომლებმაც, საბოლოოდ შეინარჩუნა აღჯაყალა.
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხესიმაგრეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აღჯაყალა“-დან