ჩრდილოეთი კავკასია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 67:
 
== სავიზო რეჟიმი საქართველოსთან ==
[[2006]] წლიდან [[2010]] წლის მარტამდე ყაზბეგი–ზემო ლარსის ერთადერთი კანონიერი სასაზღვრო–გამშვები პუნქტი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე დაკეტილი იყო რუსეთის ცალმხრივი ინიციატივით.<ref>[http://www.civil.ge/rus/article.php?id=17582&search=визовый Грузия изменила решение об ужесточении визового режима с Россией // Civil Georgia, Тбилиси / 4 сен. 2008]</ref>
 
=== სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მიერ ===
პრეზიდენტმა [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილმა]] [[2010]] წლის [[11 ოქტომბერი|11 ოქტომბერს]] ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის ტანახმადაც 13 ოქტომბრიდან [[ჩეჩნეთი]]ს, [[ინგუშეთი]]ს, [[ჩრდილოეთ ოსეთი]]ს, [[დაღესტანი|დაღესტნის]], [[ყაბარდო-ბალყარეთი]]ს, [[ყარაჩაი-ჩერქეზეთი]]სა და [[ადიღე]]ს რესპუბლიკებში ჩაწერილი რუსეთის მოქალაქეებისთვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება [[საქართველო]] საზღვრის გადაკვეთისას.<ref>[http://www.civil.ge/geo/article.php?id=23228 საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მაცხოვრებლებს უვიზო რეჟიმს უწესებს // სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ოქტ. 2010]</ref>
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, [[ნინო კალანდაძემ]] 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სავიზო წესების გამარტივება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვიზები არ გაიცემა და ამ რესპუბლიკების მაცხოვრებლებს სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთისათვის ვიზების მისაღებად რუსეთის დედაქალაქში უწევდათ ჩასვლა. რუსეთსა და საქართველოს შორის ეს ერთადერთი ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტი მარტიდან გაიხსნა. მანამდე, თითქმის 4 წლის განმავლობაში რუსული მხარის ინიციატივით მიმოსვლა ამ მიმართულებით შეწყვეტილი იყო. საქართველოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად დაწესებული აქვს გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აეროპორტებში, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას შეუძლიათ ვიზების აღება.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ცალმხრივად გააუქმოს სავიზო რეჟიმი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მოსახლე მოქალაქეებისთვის, პროვოკაციად შეაფასა.<ref>[http://www.kavkaz-uzel.ru/articles/175522/ МИД России считает отмену Грузией виз для жителей Северного Кавказа провокацией // «Кавказский узел» окт. 14, 2010]</ref>.
 
=== ჩრდილო კავკასიის მაცხოვრებელთა რეაქცია ===
სააგენტო "კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის მაცხოვრებლები მიესალმნენ საქართველოს გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. მათი აზრით ეს მოხსნის ბევრ პრობლემას, რომელიც მანამდე საქართველოს საზღვრის გადაკვეთამდე ხვდებოდათ. ამასთან ერთად, ამ ადამიანებმა გამოხატეს შეშფოთება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება გაამკაცროს თავისი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესები.
 
[[ჩეჩნეთი]]ს მოქალქეები გამოთქვამენ გაკვირვებას საქართველოს გადაწყვეტილებაზე რუსეთის ნეგატიური რეაქციის გამო.<ref>[http://www.kavkaz-uzel.ru/articles/175633/ Жители Чечни приветствуют отмену визового режима с Грузией // «Кавказский узел», окт. 17, 2010]</ref>.
 
მანამდე "კავკაზსკი უზელი" წერდა [[ადიღეა|ადიღეის]] მაცხოვრებელთა მოსაზრებაზე, რომლებმაც ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა შეაფასეს, როგორც ბუნებრივი, მაგრამ არასრულფასოვანი ნაბიჯი, რადგან მეზობელ კრასნოდარის მხარის მაცხოვრებელთ ის არ ეხება.<ref>[http://www.kavkaz-uzel.ru/articles/175609/ Жители Адыгеи считают открытие безвизового въезда в Грузию неполноценным шагом // «Кавказский узел», окт. 16, 2010]</ref>.
 
ესპანური გამოცემა "[[ელ პაისი]]ს" კორესპონდეტი პილარ ბონეტის აზრით, "პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივამ შესაძლოა, [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2014|2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის]] გამართვა გაართულოს".<ref>[http://new.interpressnews.ge/ge/politika/147660-el-paisi-saakashvilis-iniciativam-shesadzloa-2014-tslis-sotcis-zamthris-olimpiadis-gamarthva-gaarthulos.html ელ პაისი - სააკაშვილის ინიციატივამ შესაძლოა, 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გამართვა გაართულოს]</ref>