სვიმონ კანანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: pms:Simon ël Cananeo
ბოტის დამატება: nn:Apostelen Simon; cosmetic changes
ხაზი 3:
{{ციტირება|ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი [[იაკობი - უფლის ძმა|იაკობ]] და [[იოსია(იოსტოსი) მოციქული|იოსებ]] და სიმონ და [[იუდა იაკობისი|იუდა]]? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?|||(მათ.13:55-56)}}
 
== კანანელი ==
სვიმონ მოციქულის მეტსახელი — კანანელი [[სახარება]]ში რამდენიმე ადგილას მოიპოვება: {{ციტირება|ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, '''სიმონ კანანელი''' და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.|||მათ. 10:2-4}}
{{ციტირება|ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და '''სიმონ კანანელი''' და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.|||მარ. 3:18}}
ხაზი 15:
მკვლევართა სხვა ჯგუფი კი ფიქრობს, რომ კანანელი სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მოციქული იყო კანას გალილეიდან ანუ კანანელი.
 
== ისტორია ==
პირველი სასწაული, რომელიც იესომ აღასრულა, ეს იყო კანას გალილეას ქორწილში, როცა წყალი გადააქცია ღვინოდ. ამ ქორწილში კი ნეფე იყო სვიმონი, იოსებ დამწინდველის ძე პირველი ქორწინებიდან. სვიმონი იმდენად ღარიბი ყოფილა, რომ ზეიმის შუაში დაუმთავრდათ ღვინო, იესომ შეიტყო რა ამის შესახებ, ბრძანა, რომ მოეტანათ ცარიელი ქვაბები და შიგ ჩაესხათ წყალი, სასწაულის შემდგომ სუფრის თამადამ გასინჯა რა ღვინო, პატარა ისაყვედურა, რომ სანამ მეინახეები დათვრებიან, მანამდე უნდა მიერთმიათ მათთვის საუკეთესო ღვინო. სვიმონმა იხილა რა უფლის სასწაული, მიატოვა ცოლი და გაჰყვა ქრისტეს. მას შემდეგ დაერქვა მას კანანელი ანუ ზილოტი (მოშურნე), რომლითაც განასხვავებდნენ [[წმინდა პეტრე|სიმონ-პეტრესგან]]. მოგვიანებით იმ ადგილას სადაც კანას გალილეაში აღსრულდა პირველი სასწაული წმიდა მოციქულთა სწორმა ელენამ ტაძარი ააგო.
 
=== ქადაგება ===
ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. [[ანდრია მოციქული|ანდრია მოციქულთან]] ერთად პირველმა იქადაგა [[ქრისტიანობა]] სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის [[აფხაზეთი|აფხაზეთში]]. გზად ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა [[ფსირცხას გამოქვაბული|ფსირცხას გამოქვაბულში]]. აფხაზეთში მან ბევრი იქადაგა და დაამხო [[კერპთაყვანისმცემლობა]], რომელიც ხალხს ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვისკენ უბიძგებდა.
=== მოწამეობრივი აღსასრული ===
[[ფაილი:Nuremberg chronicles f 107v 1.png|thumb|წმ. სვიმონ კანანელის წამება (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)]]
[[ადერკი]]ს მეფობის დროს რომაელებმა შეიპყრეს სვიმონ მოციქული და მოკვეთეს თავი (ახლაც ამჩნევია იმ ადგილს სისხლის წვეთების კვალი<ref>[http://shkolazhizni.ru/archive/0/n-18422/ სვიმონ კანანელის ცხოვრება]</ref>). გადმოცემის მიხედვით, †[[55]] წელს სვიმონ კანანელი წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს [[ნიკოფსია]]ში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე.
 
==== წმინდა ნაწილები ====
მორწმუნეებმა იპოვეს რა მოციქულის გვამი, დიდებით მიაბარეს მდინარის ნაპირას მიწას. [[IV საუკუნე]]ში მოციქულის სახელზე [[ახალი ათონი|ახალ ათონში]] პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ ხის უნდა ყოფილიყო. შემოსევების დროს მუსულმანებმა ტაძარი დაარღვიეს. მოგვიანებით X საუკუნეში [[სვიმონ კანანელი (ტაძარი)|სვიმონ კანანელის ტაძარი]] თეთრი თლილი ქვისგან ტაძარი ააშენეს, რომელსაც რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა. მათ შორის XIX საუკუნის 80-იან წლებში. ტაძტის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების — თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებანი.
[[1830]] წელს აქ ბერებმა სვიმონ კანანელის გამოქვაბულში გაჭრეს მეორე შესასვლელი.
 
== სქოლიო ==
{{reflist}}
 
== რესურსები ინტრენეტში ==
* [http://www.orthodoxy.ge/tveni/maisi/10-simon.htm წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი]
* [http://shkolazhizni.ru/archive/0/n-18422/ სვიმონ კანანელის ცხოვრება]
ხაზი 64:
[[mk:Апостол Симон]]
[[nl:Simon (apostel)]]
[[nn:Apostelen Simon]]
[[pl:Szymon Apostoł]]
[[pms:Simon ël Cananeo]]