მითანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 91:
 
== ხელოვნება ==
 
ხურიული ხელოვნება საკმაოდ თავისებური და თვითმყოფადია. ამას ამტკიცებს მითანური კერამიკა, გლიპტიკა და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ძეგლი. მართალია, ხურიულმა ხელოვნებამ გავლენა მოახდინა მეზობელი ხალხების ხელოვნების სხვადასხვა დარგზე, მაგრამ ამავე დროს თვითონაც განიცადა გავლენა ზოგიერთი ძველაღმოსავლური ქვეყნისა, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში იყო გავრცელებული.
 
მითანურგლიპტიკას ძირითადად ცილინდრული საბეჭდავებით ვიცნობთ (საკუთრივ მითანიდან, ნუზიდან, ალალახიდან). მათზე აღმეჭდილია სხვადასხვა მოტივი, რომელთაგან ზიგოერთი ბაბილონური გლიპტიკიდან არის აღებული. გვხვდება შერეული მოტივებიც, რომელთა ნაწილი ადგილობრივია. საბეჭდავებზე გამოსახულია ნადირობის სცენები, საომარი ეტლით ან იარაღით ბრძოლის ცალკეული მომენტები, ცხოველებთან შერკინების სცენები. მითანური საბეჭდავების ამ სტილის ტიპური მაგალითია [[საუშშათარი]]ს საბეჭდავის გამოსახულება ერთ ლურსმულ ფირფიტაზე, რომელიც ნუზიში იპოვეს.
 
ხურიული სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში შემორჩა ძირითადად რელიეფის სახით. ესენია ფანტასტიკურ ფრინველთა გამოსახულებები, ცხოველთა ქანდაკებები და სხვ.
 
== მითანის მეფეები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მითანი“-დან