პერევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 61:
[[2010]] წლის 14 ოქტომბერს [[რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი]]ს მოადგილემ, [[გრიგორი კარასინი|გრიგორი კარასინმა]] ჟენევის დისკუსიების მეცამეტე რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ [[რუსეთი თავის შეიარაღებული ძალები|რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს]] გაიყვანს სოფელ პერევიდან "უახლოეს მომავალში“ და ეს იქნება “კეთილი ნების“ ჟესტი რუსეთის მხრიდან. “რუსეთის ფედერაციამ მოამზადა და უახლოეს მომავალში გაიყვანს რუსულ სასაზღვრო საგუშაგოს დასახლებულ პუნქტ პერევიდან, რომელიც მდებარეობს გეოგრაფიულად სადავო ტერიტორიაზე,“– განაცხადა კარასინმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, [[გიგა ბოკერია]]მ, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს ჟენევის მოლაპარაკებებზე, განაცხადა, რომ "ნებისმიერი მცირე ტერიტორიის, ან სოფლის დეოკუპაცია პოზიტიური მოვლენაა“, თუმცა აქვე დასძინა, რომ რუსეთის ამ განცხადებისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს. მისი თქმით, ”თუკი ისინი მართლა გავლენ ამ სოფლიდან... ისინი შეეცდებიან ამ ფაქტის ’გაყიდვას’, როგორც კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი; სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს უმცირესი ნაწილია იმ ვალდებულებებისა, რაც მათ აღებული აქვთ” 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით.<ref>[http://www.civil.ge/geo/article.php?id=23240 კარასინი: რუსული ძალები პერევს ‘უახლოეს მომავალში’ დატოვებენ // სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ოქტ. 2010]</ref>
 
იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა [[გრიგოლ ვაშაძე]]მ ჟურნალისტებს განუცხადაგანაცხადა, რუსი მესაზღვრეების პერევიდან გასვლაზე საუბარი ნაადრევია, რადგან რუსეთს მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია, თუმცა ბოლომდე არ შესრულებულა, "ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს".<ref>[http://new.interpressnews.ge/ge/politika/147642-grigol-vashadze-rusi-mesazghvreebis-perevidan-gasvlaze-saubari-jer-naadrevia.html გრიგოლ ვაშაძე - რუსი მესაზღვრეების პერევიდან გასვლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია]</ref>
 
== წყაროები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პერევი“-დან