პერევი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ ბოტის დამატება: ru:Переви |
→პერევის ოკუპაცია: ინფორმაციის განახლება |
||
ხაზი 58:
პერევი დღესაც რჩება დაძაბულობის კერად, იქ ოსური და რუსული ბანდ-ფორმირებები აწიოკებენ ქართულ მოსახლეობას. სოფლის მოსახლეობის უმეტესობას დატოვებული აქვს ტერიტორია. ვრცელდება ინფორმაცია ოსური მხრიდან, რომ პერევის ტერიტორია და აგრეთვე მდინარე ყვირილას ეს ზემო შტო ყოვეთვის იყო ოსეთის შემადგენლობაში და მასზე კონტროლს აუცილებლად აღადგენენ.
ე.წ. სარკოზი-მედვედევის შეთანხმების მიუხედავად სოფელი კვლავ ოკუპირებულია და რჩება დაძაბულობის კერად; პერევში ვერ შეძლეს შეღწევა [[ევროკავშირი]]ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც.<ref>[http://www.civil.ge/geo/article.php?id=20221&search=%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98 პერევის მოვლენები ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე]. [[სივილ ჯორჯია]], თბილისი / 16 დეკ.'08 / 12:06.</ref>
[[2010]] წლის 14 ოქტომბერს [[რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი]]ს მოადგილემ, [[გრიგორი კარასინი|გრიგორი კარასინმა]] ჟენევის დისკუსიების მეცამეტე რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ [[რუსეთი თავის შეიარაღებული ძალები|რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს]] გაიყვანს სოფელ პერევიდან "უახლოეს მომავალში“ და ეს იქნება “კეთილი ნების“ ჟესტი რუსეთის მხრიდან. “რუსეთის ფედერაციამ მოამზადა და უახლოეს მომავალში გაიყვანს რუსულ სასაზღვრო საგუშაგოს დასახლებულ პუნქტ პერევიდან, რომელიც მდებარეობს გეოგრაფიულად სადავო ტერიტორიაზე,“– განაცხადა კარასინმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, [[გიგა ბოკერია]]მ, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს ჟენევის მოლაპარაკებებზე, განაცხადა, რომ "ნებისმიერი მცირე ტერიტორიის, ან სოფლის დეოკუპაცია პოზიტიური მოვლენაა“, თუმცა აქვე დასძინა, რომ რუსეთის ამ განცხადებისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს. მისი თქმით, ”თუკი ისინი მართლა გავლენ ამ სოფლიდან... ისინი შეეცდებიან ამ ფაქტის ’გაყიდვას’, როგორც კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი; სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს უმცირესი ნაწილია იმ ვალდებულებებისა, რაც მათ აღებული აქვთ” 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით.
== წყაროები ==
|