ვანდალები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: an:Vandalos
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Europa Germanen 50 n Chr.svg|thumb|300px|ჩრდილო ევროპული ტომები I საუკუნეში]]
 
'''ვანდალები''' - აღმოსავლეთ გერმანელთა ტომების ჯგუფი. თავდაპირველად ცხოვრობდნენ [[სკანდინავიის ნახევარკუნძული|სკანდინავიის ნახევარკუნძულზე]]. ძვ. წ. II-I სს. მიჯნაზე გადასახლდნენ [[ბალტიის ზღვა|ბალტიის ზღვის]] სამხრეთ სანაპიროზე, ხოლო ახ. წ. III საუკუნისათვის - დუნაიზე. [[335]] წელს ვანდალები რომის ფედერატებად დაასახლეს პანონიაში. V საუკუნის დასაწყისში (ალანებთან ერთად) დაიძრნენ დასავლეთისაკენ. რამდენიმე წლის განმავლობაში არბევდნენ გალიას, ხოლო [[409]] წელს დასახლდნენ [[ესპანეთი|ესპანეთში]]. [[429]] წელს მეფე [[გაიზერიხი]]ს მეთაურობით ვანდალებმა გადალახეს [[გიბრალტარი]]. 10 წლის განმავლობაში დაიპყრეს რომის პროვინცია [[აფრიკა]] ([[439]] წელს აიღეს [[კართაგენი]]) და იქ თავისი სამეფო დააარსეს. აქედან ვანდალები თავს ესხმოდნენ დასავლეთ [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] კუნძელებსა და სანაპიროებს. დაპყრობილი ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიის ნაწილი ვანდალებმა რომის მაგნატებს ჩამოართვეს და თვითონ დაინაწილეს, რამაც დააჩქარა მათთნ გვაროვნული წყობილების რღვევა და [[ფეოდალიზმი]]ს ელემენტების მომწიფება. [[533]]-[[534]] წწ. გამდიდრებულ წარჩინებულთა და რიგით მეომრებს შორის არსებული წინააღმდეგობებით დასუსტებული ვანდალების სამეფო [[ბიზანტია]]მ დაიპყრო; ვანდალები შეერწყნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვანდალები“-დან