აღმოსავლეთი კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

15:03, 31 ოქტომბერი 2006-ის ვერსია

აღმოსავლეთი კავკასიონი, კავკასიონის მთიანეთის აღმოსავლეთი ნაწილი, მყინვარწვერიდან ილხიდაღის მწვერვალამდე, ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, დაღესტნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფარგლებში. აღმოსავლეთი კავკასიონში შედის მთავარი წყალგამყოფი, გვერდითი (პირიქითის, ბოღოზის, ნუკატლისა და სამურის ქედები), ანდის, სალათაუს და გიმრის ქედები. სიმაღლე 350-4000მ-მდე, მაქსიმალური 4492 მ (მწვერვალი ტებულის მთა); უდიდესი სიგანე 160 კმ. აღმოსავლეთი კავკასიონი აგებულია უმთავრესად ქვედა და შუა იურული, ცარცული და პალეოგენ-ნეოგენური ასაკის თიხა-ფიქლებით, ქვიშაქვებით და კირქვებით. კალთებზე განვითარებულია მთა-მდელოს, მთა-ტყის (უმთავრესად სამხრეთ კალთაზე), მდელო-სტეპის და სტეპის ლანდშაფტები.