მითანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 60:
== რელიგია ==
 
ხურიტები თაყვანს სცემდნენ არა მარტო საკუთარი პანთეონის ღვთაებებს, არამედ უცხო წარმოშობის, კერძოდ, ინდოარიული წარმოშობის (მითრა, ვარუნა, ინდრა, ნასატია) ღმერთებსაც. პანთეონის სათავეში იდგა ღვთაებრივი წყვილი: ქალიშხლისა და ამინდის ღვთაება [[თეშუფი]] და მისი მეუღლე [[ხეფათი]], რომელთაც თაყვანს სცემდნენ მახლობელი აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. მათ ძეს – ''შარუმას'' – აიგივებდნენ ხეთური ქალაქების – ''ნერიქისა'' და ''ციფალანდის'' – ქარიშხლისა და ამინდის ღვთაებასთან. ''შაიმეგი'' განასახიერებდა მზის ღვთაებას, ხოლო ''შაუშქა'' (''შავუშქა'') ომისა და სიყვარულის ღვთაებას.
 
მთვარის ღვთაებას ''ქუშუხი''/''ქუშახი'' (მესოპ. სინი, სუენი) ერქვა. ღმერთთა მამას ქუმარვეს (ხეთ. ''ქუმარბის'') ეძახდნენ, ხოლო დიდ დედა-ქალღმერთს – ''ქუბაბას'' (''ქუვავას''). ხურიტებს ჰყავდათ მრავალი მეორეხარისხოვანი ღვთაებაც (''თაშმიშუ'', ''ფიშაიშაფხი'', ''ხეშუე'' და სხვ.).
 
ხურიტებში გავრცელებული იყო რწმენა სხვადასხვა ფანტასტიკური არსებებისადმი (ნახევრად ფრინველებისადმი, ნახევრად ცხოველებისადმი), რომლებიც ხშირად ფრთებს ატარებდნენ. არსებობდა გველის კულტი. იგი დაკავშირებული იყო ნაყოფიერების ქალღმერთ იშხარასთან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მითანი“-დან