ვოკალისტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ვოკალისტი''' ('''მომღერალი''') არის [[მუსიკოსი]], რომელიც ინსტრუმენტად იყენებს საკუთარ ხმას, რომელსაც აფორმირებს იგი რიტმურად და მელოდიურად. ვოკალისტის მიერ შესრულებულ [[მუსიკა]]ს [[სიმღერა]] ჰქვია, რომელსაც შესაძლოა ახლდეს (ან არ ახლდეს) [[აკომპანიმენტი]], შესრულებული ერთი [[მუსიკალური ინსტრუმენტი|ინსტრუმენტალისტიდან]] დაწყებული [[სიმფონიური ორკესტრი]]თ დამთავრებული. სიმღერა ხშირად სრულდება მომღერლების ჯგუფის მიერ, რომელთაც განსხვავებული ხმის დიაპაზონი აქვთ, როგორც ხდება ეს [[ანსამბლი (მუსიკა)|ანსამბლში]], ან ინსტრუმენტალისტების ჯგუფთან ერთად, როგორც ხდება ეს [[როკ-ჯგუფი|როკ-ჯგუფში]].
 
სიმღერა შესაძლოა იყოს არაფორმალური და შესრულდეს საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგალითად სიმღერა აბაზანაში ან [[კარაოკე]], ან იყოს ძალიან ფორმალური, როგორც ეს საეკლესიო ლიტურგიებზეა ან პროფესიონალურ ჩაწერებზე სტუდიაში ან კონცერტებზე. პროფესიონალურად სიმღერა ხშირად მოითხოვს ხმის გამუდმებულ წვრთნასა და დამუშავებას. პროფესიონალი ვოკალისტები ხშირად აგებენ საკუთარ კარიერას რომელიმე კონკრეტული ჟანრის გარშემო, როგორიცაა [[კლასიკური მუსიკა]] ან [[როკ მუსიკა]]. ხშირად ისინი მიმართავენ კვალიფიციურ ხმის პედაგოგებს ხმის დასახვეწად და შესანარჩუნებლად. ვოკალისტები უნდამუსო ხალხია რადგან ვოკალურ ინსტრუმენტალურზე არაფერი არ წერია, ვერაფრითვერ დავეხმარე დეიდაჩემს სად გამოვყო თავი, ვუი ვუი!!!!
 
[[კატეგორია:მუსიკალური პროფესიები]]
[[კატეგორია:მუსიკალური ინდუსტრია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვოკალისტი“-დან