მითანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 55:
 
მითანიმ დიდი წარმატებები მოიპოვა საგარეო პოლიტიკაში [[საუშშათარი]]ს (საუშსათათარის, საუშთათარის) მმართველობის ხანაში (დაახ. 1495-1470 წწ.). მითანის ეს მბრძანებელი თანამედროვე იყოეგვიპტის ფარაონების [[თუტმოს III|თუტმოს III-სა]] და [[ამენჰოტეპ II|ამენჰოტეპ II-ისა]]. მითანი ამ დროს კონტროლს უწევდა არა მარტო ჩრდილოეთ სირიის სამთავროებს (ხალაფს, ქარხემიშს, ალალახს), არამედ შუა სირიის ქალაქ-სახელმწიფოებსაც: ნუხაშეს, კატნასა და სხვებს.
 
მითანის ასეთმა წარმატებებმა ევფრატის დასავლეთ მხარეში დააჩქარა ეგვიპტის გამოჩენა ჩრდილოეთ სირიაში. ფარაონ თუტმოს III-მ, რომელმაც სირია-პალესტინაში რამდენჯერმე ლაშქრობის შემდეგ ეგვიპტის პოლიტიკურ გავლენაში მოაქცია მთელი სამხრეთი და შუა სირიის სამთავროები, თავისი მეფობის ბოლო წლებში ჩრდილოეთ სირიის მთავარ რაიონს – ხალაფსაც მიაღწია. სამეფო ქალაქის აღების შემდეგ თუტმოსი ქარხემიშთან შეებრძოლო მითანის რაზმებს, რომლებიც დამარცხდნენ, და მიაღწია ევფრატს. ვარაუდობენ, რომ ფარაონმა ვერ შეძლო ევფრატის მარცხენა მხარეში გალაშქრება საუშშათარის მძაფრი წინააღმდეგობის გამო. თუტმოს III-მ მითანელთა რაზმები დაამარცხა აგრეთვე მოგვიანებითაც, როცა მან კადეში აიღო, ეგვიპტელებმა ხელთ იგდეს 700-მდე მითანელი მეომარი და 150-მდე ცხენი, რაც დიდად ფასობდა იმდროინდელ წინა აზიაში.
 
== რელიგია ==
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მითანი“-დან