თამარ მეფე: განსხვავება გადახედვებს შორის

 
[[File:Gugeti .jpg|thumb|მარცხნივ|[[გეგუთის სასახლე|გეგუთის სასახლის]] ნანგრევები. გიორგი III-ის და თამარის სამეფო სასახლე.]]
[[გიორგი III]] [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] 50-იან წლებში [[ოსეთი|ოსთა]] მეფის, [[ხუდდანი]]ს ასულ [[ბურდუხანი|ბურდუხანზე]] დაქორწინდა. ამ ქორწინება გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს [[ბასილი ეზოსმოძღვარი]]{{ფაქტი}}<ref>[[ბასილი ეზოსმოძღვარი]] [http://lib.ge/body_text.php?7110 ”ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი”]</ref>.
 
[[1160]] წელს [[გიორგი III]]-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა ([[დემეტრე I]]-ის ასული, გიორგი III-ის და) [[რუსუდანი (დიპლომატი)|რუსუდანი]], რომელიც [[ხორასანი|ხორასნი]]ს სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ [[საქართველო]]ში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი [[რუსუდანი (გიორგი III-ის ასული)|და]] მამიდასთან იზრდებოდნენ.