მანგლისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: hy:Մանգլիս; cosmetic changes
2002 წლის -> 2002 წლის, replaced: 2002 წლის → 2002 წლის using AWB (6984)
ხაზი 21:
}}
 
'''მანგლისი''' - [[დაბა]] [[თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი|თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში]], მდებარეობს [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედის]] სამხრეთ კალთაზე, მდინარე [[ალგეთი|ალგეთის]] მარცხენა ნაპირზე. მანგლისი და მანგლისის ხეობა მოხსენიებულია [[ქართლის ცხოვრება]]ში [[IV საუკუნე|IV საუკუნეში]]; მანგლისი ერთ-ერთი იყო იმ 18 სამთავროდან, რომლებიც დამოუკიდებლად დებდნენ ზავის პირობებს [[არაბები|არაბებთან]]. <ref name="ბერძენიშვილი">ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, თბილისი, 1964, წიგნი პირველი, გვერდი 25</ref> მანგლისსა და მანგლისის ხეობაში ხშირ შემთხვევაში იგულისხმება შემდეგ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია: [[აღმოსავლეთი]]თ - დიდგორის და ბენდერ-ბენდენის მთის კალთები, [[დასავლეთი]]თ - არჯევნის, იგივე კადკაია-კაჩკაიას ქედი და საკრისის მთია, რომელსაც [[რუსული ენა|რუსულენოვანი]] მოსახლეობა ყვითელ მთას უწოდებს ({{lang-ru|Жёлтая гора}}), [[სამხრეთი]]თ ბენდერის, იგივე ბედენის ქედი, [[ჩრდილოეთი]]თ კი - დიდგორის ქედი. <ref name="კალმახელიძე">თამთა კალმახელიძე, მანგლისი, თბილისი, 2001 წელი, გამომცემლობა განათლება, ISBN 99928-54-53-7</ref>. მანგლისში 1682 წლამდე მანგლისში ინახებოდა იმ ჯვრის ლურსმანი, რომელზეც ბიბლიური გადმოცემის თანახმად გააკრეს [[იესო ქრისტე]]. <ref name="არსენ კათალიკოსი">არსენ კათალიკოსი, ცხოვრება წმინდა ნინოსი,1964 წლის გამოცემა, თბილისი, </ref> მანგლისში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - [[მანგლისის სიონი|მანგლისის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი]], რომელიც ქართულ ლიტერატურაში მეოთხე საუკუნიდან მოიხსენიება.<ref name="არსენ კათალიკოსი"/>. [[1795]] წელს [[აღა-მაჰმად-ხანი]]ს შემოსევის შედეგად მანგლისი და მანგლისის მხარე გაუკაცრიელდა. [[1824]] წლისთვის მანგლისში იდგა [[ერევნის მეცამეტე გრენადერთა პოლკი]], რომელმაც მოახდინა დაუსახლებელი ტერიტორიის კოლონიზაცია.<ref>В.Кавришвил.Манглиси.В кн.:Тифлис и ег окресности.Тб., 1925 г., стр. 191-195</ref>
 
== ეტიმოლოგია ==
 
სიტყვა ''მანგლისის'' [ეტიმოლოგია] ბოლომდე გაურკვეველია. ხალხურმა გადმოცემამ შემოინახა მანგლისის სახელის წარმოშობის 2 ვერსია - პირველი გადმოცემების თანახმად მანგლისთან მყოფ სოფელ კველთაში მანგლებს (თანამედროვე ქართულით ''ნამგლებს'') ამზადებნდნენ, რის გამოც ახლოს მყოფ დასახლებას მანგლისი დაარქვეს; მეორე გადმოცემის თანახმად ადგილს მანგლისი ბიზანტიელი ხუროთმოძღვრის - [[მანგლისის სიონი]]ს მშენებლის - ვინმე მანგლის საპატივსაცეოდ დაარქვეს.<ref name="კალმახელიძე"/> პროფესორ [[ლეონ მელიქსეთ-ბეგი]]ს აზრით სიტყვა მანგლისი მოდის სიტყვა ნამგალისგან. მისი ვარაუდით, სიტყვის ისტორია ამგვარად გამოიყურება - '''ნამგალი-ის-ი''' – '''ნამგლ-ის-ი''' – '''მანგალ-ის-ი''' – '''მანგლ-ის-ი'''.<ref name="მელიქსეთ-ბეგი">ლ.მელიქსეთ-ბეგი. მანგლისის რაიონი ისტორიულ-არქეოლოგიური თვალსაზრისით. ჟურნალი "ახალ სკოლასთან", ტფილისი, 1924, N2-3, გვ. 72</ref> მისივე მოსაზრებით:
 
{{ციტატა|ვითომდა ბერძნული "მონე ეკლეზია"-დან წარმომდგარი სახელწოდების ვერსია სრულად მიუღებეია.<ref name="მელიქსეთ-ბეგი"/>}}
ხაზი 31:
პროფესორი ზვიად ჭუმბურიძე ასევე ემხრობა ლეონ მელიქსეთ-ბეგის ვარაუდს. იგი წერს:
 
{{ციტატა|სახელწოდება ნაწარმოებია -ის სუფიქსით: მანგლ-ის-ი. მანგლ არის შეკუმშული ფორმა მანგალ ანუ ნამგალ სიტყვისა (ასეთი კუმშვა ხშირია ქართულში; მაგალითად მარცვალი-მარცვლის, სარდალი-სარდლის და სხვ.). მანგალ სიტყვა ამ ფორმით გვხვდება ძველ სალიტერატურო ძეგლებში (ზოგ კუთხეში დღესახ იხმარება); მაშასადამე, ეს უფრო ძველი ფორმაა. შემდეგ კი ამ სიტყვაში "მ" და "ნ" ბგერები გადაადგილებულია და მივიღეთ "ნამგალი". <ref>ზ.ჭუმბურიძე. რა გქვია შენ? თბილისი, 1971, გვ.63</ref>}}
 
არსებობს ქალაქის სახელწოდების წარმოშობის სხვა ვერსიაც. აკადემიკოსი ნ. ჭუმბურიძე აღნიშნავს:
ხაზი 42:
<div class="tright" style="clear:none">[[ფაილი:ErivanPolkGenerals.jpg|thumb|none|197 px|upright|გრენადერთა პოლკის ოფიცრები.<ref name="კალმახელიძე"/>.]]</div>
 
მანგლისი საინტერესო დასახლებაა ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. სხვადასხვა დროში აქ ქართველების გარდა ცხოვრობდნენ [[სომხები]], [[ოსები]], [[რუსები]], [[ბერძნები]] და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.<ref name="კალმახელიძე" გვ.56" />
[[საქართველო]]ს მოსახლეობის [[2002]]|2002 წლის]] პირველი ეროვნული აღწერის შედეგების მიხედვით, მანგლისის სადაბო საკრებულოში 256 [[ადამიანი]] ცხოვრობს, აქედან 117 მამაკაცი და 139 ქალბატონი. მანგლისის მოსახლეობაში [[ქართველები|ქართველ მცხოვრებთა]] პროცენტული წილი 29 %–ს შეადგენს, 25 % [[რუსები|რუსია]], 16 % — [[ქურთები|ქურთი]], ხოლო 15 % — [[ბერძნები|ბერძენი]]. <ref>[http://www.statistics.ge/_files/georgian/census/2002/saqartvelos%20soflebis%20mosaxleoba.pdf სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი]</ref>.
 
მანგლისის განსაკუთრებული სტრატეგიული მდებარეობის გამო, ხშირი იყო დასახლებაზე თავდასხმა, რის გამოც ხშირად მანგლისის ტერიტორია დაუსახლებელი რჩებოდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში დასახლება გაქრა და ეს ტერიტორია თურქმენული ტომების საძოვრებს წარმოადგენდა. მანგლისის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთი [[საქართველო]]ს მთიანეთიდანაა ჩამოსახლებული.<ref name="კალმახელიძე" გვ.57" /> მთებიდან მანგლისში ძირითადად [[მთიულები]] ([[XIII საუკუნე|XIII საუკუნიდან]]), [[გუდამაყრელები]] და [[ფშაველები]] სახლდებოდნენ. [[ლევან ბოჭორიშვილი]] მანგლისის ტერიტორიაზე მთიულთა ჩამოსახლების ორ ნაკადს გამოყოფს: — „მორეკელები“, ანუ ბატონების მიერ ჩამოსახლებულები და საკუთარი ნებით დასახლებულნი. <ref>ლევან ბოჭორიშბილი, ალგეთის ხეობის ძველი მოსახლეობა ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, თბილისი, 1953 წელი, გვ. 164</ref>
 
[[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების]] დამყარების შემდეგ მანგლისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომრავლდა [[რაჭველები|რაჭიდან]] და [[იმერეთი|იმერეთიდან]] გადმოსახლებული ხალხი. XIX საუკუნიდან მოყოლებული, მანგლისის მნიშვნელოვან ეთნოსს წარმოადგენენ [[რუსები]]. რუსული მოსახლეობის დიდი რაოდენობით ჩამოსახლება მანგლისში [[ერევნის მეცამეტე გრენადერთა პოლკი]]სა და შემდგომში [[საბჭოთა კავშირი]]ს სამხედრო ბაზის განთავსებამ გამოიწვია. მოგვიანებით, [[1990]]-იანი წლების კრიზის გამო მანგლისის რუსული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი [[რუსეთი|რუსეთში]] გადაიხიზნა, ხოლო ქართული მოსახლეობა - [[თბილისი|თბლისში]]. [[1925]] წლისთვის მანგლისში 3000 ადამიანი ცხოვრობდა რაც 612 კომლს შეადგენდა. მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ [[რუსები]] შეადგენდნენ<ref>Тифлис и его окресности. 1925, გვ. 293</ref>. [[1970]] წლის აღწერით მანგლისს 6 ათასი მოსახლე ჰყავდა, რმელთა 75% [[ქართველები|ქართველი]] იყო, 12 % [[რუსები|რუსი]], 8 % [[ბერძნები|ბერძენი]], 3 % [[სომხები|სომეხი]] და 2 % სხვა ეროვნების წარმომადგენელი ([[ებრაელები]], [[აზერბაიჯანელები]], [[ქურთები]]). [[1999]] წლისთვის მანგლისის მოსახლეობა 4300 ადამიანს შეადგენდა - 64 % [[ქართველები]], 14% - [[ბერძნები]], 12 % - [[სომხები]], ხოლო 4 % - სხვა ეროვნების ხალხი<ref>მანგლისის სდაბაო საკრებულოს მიმდინარე არქივი. დსკრებულოს მიერ 1998 წელს ჩატარებული სსამუშაოს ანგარიში გვ.2</ref>. მანგლისის მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობაც მრავალფეროვანი იყო. [[ქართველები]]ს, [[რუსები]]სა და [[ბერძნები]]ს უმრავლესობა [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] [[ქრისტიანობა|ქრისტიანი]] იყო, პოლონეთის აჯანყებების შედეგად ჩამოსახლებული [[პოლონელები]] — [[კათოლიციზმი|კათოლიკები]], ხოლო სომხები - [[გრიგორიანობა|გრიგორიანელი ქრისტიანები]]. ცხოვრობდნენ ასევე [[იუდაიზმი]]ს მიმდევარი ებრაელები და [[ისლამი|მუსულმანები]].
ხაზი 51:
== ისტორია ==
=== ადრეული ხანა ===
მანგლისისა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია პრეისტორიული ხანის არქეოლოგიური ძეგლებით. ამ ძეგლების გამოკვლევაში უდიდესი წვლილი მიუძღვის [[ლეონ მელიქსეთ-ბეგი|ლეონ მელიქსეთ-ბეგს]]. მისი გამოკვლეულია ბედენის პლატოზე აღმოჩენილი [[ბრინჯაოს ხანა|შუაბრინჯაოს ხანის]] ყორღანები. <ref name="კალმახელიძე"/> ამ ყორღანებში აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამოსახლო ძეგლები. ძეგლთა დიდი ნაწილი მშრალი, ე.წ. ''ციკლოპური'' წყობით არის აგებული. აღმოჩენილია ასევე [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] საფლავები "მადნის ჭალაშიც".<ref name="კალმახელიძე"/> მოსახლეობა საცხოვრებლად იყენებდა უძველეს ნაგებობებს - ე.წ. ლოდოვნებს. მანგლისის მახლობელ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ელინისტური ხანის მონეტებიც, რომლებზეც ცხოველები და ფრინველებია გამოსახულნი. <ref name="კალმახელიძე"/> ამ პერიოდში მანგლისის ტერიტორიაზე ორი სოფელი არსებობდა - ზემო და ქვემო ოძისი. მანგლისის ნეკროპოლში ასევე აღმოჩენილია ჩ.წ.-მდე IV საუკუნის სამაჯური.<ref>[ http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000253/Brasleti.pdf АКАДЕМИЯ НАУК ГРУЗИИ ГОСУДАРСТВЕННЫЙ МУЗЕЙ ГРУЗИИ ИМ. С. ДЖАНАШИЯ НАНА ГОГИБЕРИДЗЕ БРАСЛЕТЫ И ГРИВНЫГРУЗИИ V-I ВВ. ДО Н. Э. Тбилиси 2003]</ref> არქეოლოგიურ გამოკვვლევაში მონაწილე პროფესორი [[ლეონ მელიქსეთ-ბეგი]] წერდა:
{{ციტატა|ზვემო ოძისის ადგილას არავითარ ძველ ნაშთს მოუღწევია ჩვენამდე; ზემო ოძისში კი ერთი საკმაოდ დიდი გვირაბის დანარჩომი და ყოფილი სოფლის სახლების კვალი ეტყობა. გარდა ამისა, სოფელ მოხისისკენ მიმავალი გზის პირად ახლაც არსებობს ერთი ნიში ხატით, ხოლო მის ქვემოთ, დიდი პლაცისა და მოხისის გზას შორის, ძველი სასაფლაოა, სადაც გარკვევით რამოდენიმე აკლდამა ემჩნევა, რომელთაგან ზოგიერთი გათხრილ იქნა ჩემ მიერ წარსულ წელ და მათში აღმოჩენილი საგნები ჩამოტანილი ტფილისში.<ref>ლ.მელიქსეთ ბეგი. მანგლისის რაიონი ისტორიულ-არქეოლოგიური თვალსაზრისით. ჟურნ. "ახალ სკოლასაკენ," ტფ. 1924, #2-3 მაისი, გვ. 75</ref>}}
ამგვარი სასაფლაოები აღმოჩნდა [[ქვემო ჭალა|ქვემო ჭალის გზაზე]], რომლებიც თავიდან [[ალექსანდრე გრენი|ალექსანდრე გრენმა]] გათხარა, ხოლო შემდეგ კიდევ ორი – ლეონ მელიქსეთ ბეგმა.
ხაზი 69:
=== წყაროები ===
[[ფაილი:Spring in Polyana.JPG|thumb|upright=1.3|200 px|აერთ-ერთი წყარაო პალანის დასახლებაში.]]
<div class="tright" style="clear:none">[[ფაილი:Manglisi_springManglisi spring.JPG|thumb|none|197 px|upright|მანგლისის ერთ-ერთი წყარო - [[ცხრა ძმა ხერხეულიძე|9 ძმის ქუჩის შესახვევში.]] ]]</div>
 
მანგლისი გამოირჩევა მცირე წყაროთა სიმრავლით. წყაროთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა წყალუხვად 2 წყარო ითვლება - [[მანგლისის სიონი]]ს გვერდით მდებარე წყარო და 9 ძმის ქუჩაზე მდებარე წყარო . ამავდროულად ხევებსა და მთებზე უამრავი მცირე ზომის წყაროებია. ერთ-ერთი მათგანი ფიჭვის ჭალაში (დიდ როშაში) მდებარეობს. [[1990]]-იან წლებში ადგილობრივი მოსახლეობა ამ ხევს ნაგავსაყრელად იყენებდა, თუმცა [[2006]] წელს ხევი ნაგვისგან გაიწმინდა და მასში განათება დამონტაჟდა. მანგლისის შემოგარენში ასევე უამრავი წყაროა - საკმაოდ წყალუხვია მამა არსენის გამოქვაბულთან არსებული წყარო. ბევრი წყაროა ე.წ. პალანის დასახლებაში და დასახლებასთან მიმავალ გზაზე. არსებობდა ასევე წყარო სოფელ ბუდიონოვკაში, ეკლესიის გვერდით, თუმცა ეს წყარო დაშრა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მანგლისი“-დან