Red Hot Chili Peppers: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
==ისტორია==
 
1980 -იანები: Fairfax High School -ის კურსდამთავრებულებმა: ენტონი კიდისმა, ფლეამ (მაიკლ ბალზარი), [[ჯეკ აირონს]]მა, და [[ჰილ სლოვაკ]]მა დააარსეს ჯგუფი რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი [[1983]] წელს. დასაწყისში მხოლოდ კონცერტებზე ჩანდნენ. თავიდანვე მიიქციეს ყურადღება თავისი უჩვეულო გამოსვლებით. სცენაზე კონცერტების დროს ფაქტიურად არაფერი ეცვათ. ალბომის ჩაწერა გაჭიანურდა. ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, სლოვაკი და აირონსი სხვა პროექტით იყვნენ დაკავებულნი და ამიტომ სადებიუტო ალბომის ჩასაწერად მიწვეულნი იქნენ გიტარისტი [[ჯეკ შერმანი]] და დრამერი [[კლიფ მარტინესი]]. თუმცა ამ ყველაფერმა არ გაამართლა. მათი ტურნე შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი იყო. ისინი ვერ შეეწყვნენ თავიან პროდუსერს. ამას თან დაერთო კიდისის და შერმანის უთანხმოება და ამ უკანასკნელმა დატოვა ჯგუფი. ტურნეს დასასრულებლად დაბრუნდა სლოვაკი. 1985 წელს Parliament-Funkadelic -ის პროდიუსერის [[ჯორჯ კლინტონი]]ს ხელმძღვანელობით ჩაიწერა მეორე ალბომი "Freaky Styley". მართალია, ეს ალბომი ხშირად ტრიალებდა კოლეჯების რადიოებში, თუმცა მაინც ვერ დაიკავა ადგილი მეინსთრიმში. ამის შედეგად ჯგუფი დატოვა დრამერმა. [[1986]] ში ჯგუფს დაუბრუნდა აირონსი. 1987 წელს [[მაიკლ ბელინჰორნი]]ს პროდუსირებით ჩაიწერა მესამე ალბომი - "The Uplift Mofo Party Plan". ეს ალბომი იყო [[ფანკის]], [[ფსიქოდელი]]ის და [[პანკის ]] შერწყმა. ამას მოჰყვა მათი ტურნე [[ევროპა]]ში. ტურნედან დაბრუნების შემდეგ, იმავე თვეში სლოვაკი იპოვეს გარდაცვლილი. მიზეზი: [[ჰეროინი]]ს გადამეტებული დოზა. ჯგუფიდან მალევე წავიდა აირონსიც. კიდისმა და ფლიიმ დაიმატეს დრამერი ჩად სმიტი და გიტარისტი ჯონ ფრუშიანტე. [[1989]] წელს მათ დაასრულეს ალბომი "Rockin' Freakapotamous", რომელზე მუშაობაც შეჩერებული იყო სლოვაკის გარდაცვალების გამო. განახლებულს ალბომს ეწოდა "Mother's Milk". ეს იყო ფანკის, ჯაზის, [[რეპი]]ს და [[ჰევი მეტალი|მეტალი]]ს ნაზავი. ამ ალბომის სიმღერა "Knock Me Down" შევიდა საუკეთესო ათეულში და როგორც იქნა დაიმკვიდრეს ადგილი მეინსთრიმში. ალბომის წარმატებამ გამოიწვია ცხრა თვიანი ტურნე მსოფლიოს გარშემო.