Red Hot Chili Peppers: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
1980 -იანები: Fairfax High School -ის კურსდამთავრებულებმა: ენტონი კიდისმა, ფლეამ (მაიკლ ბალზარი), [[ჯეკ აირონს]]მა, და [[ჰილ სლოვაკ]]მა დააარსეს ჯგუფი რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი [[1983]] წელს. დასაწყისში მხოლოდ კონცერტებზე ჩანდნენ. თავიდანვე მიიქციეს ყურადღება თავისი უჩვეულო გამოსვლებით. სცენაზე კონცერტების დროს ფაქტიურად არაფერი ეცვათ. ალბომის ჩაწერა გაჭიანურდა. ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, სლოვაკი და აირონსი სხვა პროექტით იყვნენ დაკავებულნი და ამიტომ სადებიუტო ალბომის ჩასაწერად მიწვეულნი იქნენ გიტარისტი [[ჯეკ შერმანი]] და დრამერი [[კლიფ მარტინესი]]. თუმცა ამ ყველაფერმა არ გაამართლა. მათი ტურნე შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი იყო. ისინი ვერ შეეწყვნენ თავიან პროდუსერს. ამას თან დაერთო კიდისის და შერმანის უთანხმოება და ამ უკანასკნელმა დატოვა ჯგუფი. ტურნეს დასასრულებლად დაბრუნდა სლოვაკი. 1985 წელს Parliament-Funkadelic -ის პროდიუსერის [[ჯორჯ კლინტონი]]ს ხელმძღვანელობით ჩაიწერა მეორე ალბომი "Freaky Styley". მართალია, ეს ალბომი ხშირად ტრიალებდა კოლეჯების რადიოებში, თუმცა მაინც ვერ დაიკავა ადგილი მეინსთრიმში. ამის შედეგად ჯგუფი დატოვა დრამერმა. [[1986]] ში ჯგუფს დაუბრუნდა აირონსი. 1987 წელს [[მაიკლ ბელინჰორნი]]ს პროდუსირებით ჩაიწერა მესამე ალბომი - "The Uplift Mofo Party Plan". ეს ალბომი იყო [[ფანკის]], [[ფსიქოდელი]]ის და [[პანკის ]] შერწყმა. ამას მოჰყვა მათი ტურნე [[ევროპა]]ში. ტურნედან დაბრუნების შემდეგ, იმავე თვეში სლოვაკი იპოვეს გარდაცვლილი. მიზეზი: [[ჰეროინი]]ს გადამეტებული დოზა. ჯგუფიდან მალევე წავიდა აირონსიც. კიდისმა და ფლიიმ დაიმატეს დრამერი ჩად სმიტი და გიტარისტი ჯონ ფრუშიანტე. [[1989]] წელს მათ დაასრულეს ალბომი "Rockin' Freakapotamous", რომელზე მუშაობაც შეჩერებული იყო სლოვაკის გარდაცვალების გამო. განახლებულს ალბომს ეწოდა "Mother's Milk". ეს იყო ფანკის, ჯაზის, [[რეპი]]ს და [[მეტალი]]ს ნაზავი. ამ ალბომის სიმღერა "Knock Me Down" შევიდა საუკეთესო ათეულში და როგორც იქნა დაიმკვიდრეს ადგილი მეინსთრიმში. ალბომის წარმატებამ გამოიწვია ცხრა თვიანი ტურნე მსოფლიოს გარშემო.
 
 
1990 -იანები: ჯგუფს დაუკავშირდა Warner Brothers Records -ი. [[1991]] წელს მათ მეხუთე ალბომს პროდუსირება გაუწია [[რიკ რუბინ]]მა. ეს იყო "Blood Sugar Sex Magik", რომელიც ჩაიწერა ცოცხლად. ალბომი გამოვიდა სექტემბერში. სიმღერებმა "[[გივ ით ევეი]]" და "[[ანდერ ზი ბრიჯ]]" მოიპოვეს უზომო წარმატება. მარტო შეერთებულ შტატებში გაიყიდა შვიდი მილიონი დისკი. [[1992]] წელს ჯგუფი დატოვა ფრუშიანტემ. რამდენიმე კანდიდატს შორის საბოლოოდ შეირჩა [[დეივ ნავარო]]. [[1995]] წელს გამოვიდა მათი მორიგი ალბომი "[[ვან ჰოთ მინით]]". ალბომი იყო ჩვეულ სტილის (ფანკი, პანკი და ფსიქოდელია). წინამდებარე ალბომთან შედარებით ჯგუფმა ვერ მოიპოვა ისეთივე წარმატება, თუმცა სიმღერებმა "My friends" და "Aeroplane", მაინც დაიკავეს მოწინავე ადგილები ჩარტებში. ამ ალბომის შემდეგ ჯგუფი დატოვა ნავარომ. [[1998]] წელს დაბრუნდა ფრუშიანტე (ორი სოლო ალბომის შემდეგ). ჯგუფმა შექმნა მორიგი ალბომი -"Califonication", რომელიც შეიძლება ჩაითვალოს შედევრად. ალბომი შეიცავს ისეთ გენიალურ ჰიტებს როგორებიცაა: "Scar Tissue"(მოიპოვა [[გრემი]]), "Otherside", "Californication", "Around the world", "Road Trippin", "Parallel Universe". ამას მოყვა ჯგუფის ტურნე, რომელიც თითქმის ორი წელი გაგრძელდა. სწორედ ამ ტურნეს დროს ჩაატარეს მათ თავისი უდიდესი კონცერტები. მათ შორის მოსკოვში. ამ კონცერტს ესწრებოდა 200 000 ადამიანი. [[2001]] წელს გამოუშვეს თავისი პირველი დივიდი - "Off The Map".
 
 
2000 -იანები: 2001 წელს გამოვიდა ალბომი "[[ბაი ზი ვეი]]". (ფსიქოდელია, ატერნატივა, პოპ-როკი). სიმღერებით "ბაი ზი ვეი" და "[[ქენთ სთოფ]]" ფეფერსი კვლავ მოექცა ჩარტების სათავეებში. [[2003]] წელი. მეორე დივიდი - "[[Live At Slane Castle]]". [[2004]] წელს გამოვიდა მათი პირველი ლაივ ალბომი - "[[Live in Hyde Park]]" [[2005]] წელს დაიწყო მუშაობა ალბომზე - "[[Stadium Arcadium]]". ეს ალბომი სავარაუდოდ გამოვა [[2006]] წლის აპრილში, რომელსაც მოჰყვება მსოფლიო ტურნე მომდევნო თვეებში.
59

რედაქტირება