სინის მთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
სინის მონასტერში ქართველ მამებს საკუთარი უმდიდრესი და მრავალფეროვანი წიგნთსაცავი ჰქონდათ თავისი კატალოგით, ანუ წიგნებისა და ხელნაწერების ნუსხით. წიგნთსაცავში საგანგებო ოთახი იყო გამოყოფილი სამკითხველო დარბაზისათვის. იქ მსურველს შეეძლო ესარგებლა წიგნებით, მაგრამ მათი გატანა აკრძალული იყო. სინის მთის ქართული წიგნთსაცავი მხოლოდ ადგილზე შექმნილი და გადაწერილი წიგნებით არ მდიდრდებოდა, მას გამუდმებით ემატებოდა წიგნები პალესტინის ქართული კერებიდან: [[იერუსალიმის ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან]], [[გეთსიმანია|გეთსიმანიიდან]], [[გოლგოთა|გოლგოთიდან]], [[პალავარი|პალავრიდან]], [[საბაწმიდა|საბაწმიდიდან]] და ა.შ. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი დღესაც ადგილზეა, ნაწილი კი ინახება თბილისში, პეტერბურგში, პრაღაში, ნიუ-იორკში, პარიზში და სხვა კერძო კოლექციებში.
 
[[სურათი:Santa-Caterina-Sinai.jpg|thumb|250px|left|[[წმ. ეკატერინეს მონასტერი (სინაი)|წმ. ეკატერინეს მონასტერი]] .]]
სინის მთაზე მოღვაწეობდნენ არა მარტო კალიგრაფიისა თუ ხელნაწერთა დამზადების მცოდნე ქართველი მამები, არამედ ისტორიკოს-თეოლოგებიც. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს [[იოანე მინჩხი|იოანე მინჩხს]]. მოგვიანებით საბაწმიდის ლავრიდან სინის მთაზე გადავიდა და იქ სასულიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო [[იოანე-ზოსიმე |იოანე ზოსიმემ]]. სინის მთაზე იღწვოდნენ [[ფანასკერტელი, მიქაელ|მიქაელ ფანასკერტელი]], [[იოანე კუმურდოელი]], [[სინელი, იოანე|იოანე სინელი]] და სხვა მრავალი.
 
სინის მთის ქართველ მამებს კავშირი ჰქონდათ არაბულ-ქრისტიანულ სამყაროსთან. იქაურ ხელნაწერებში შემონახულია არაბული დამწერლობის კვალი. როგორც ჩანს, არაბულ სამყაროში მოხვედრილმა ქართველებმა შეისწავლეს არაბული ენა. ჩვენამდე მოღწეულია არაბული ანბანი ქართველთათვის, თითოეული არაბული ასო განმარტებულია, ახსნილია ქართული შესატყვისით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სინის_მთა“-დან