ფოტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''ფოტონი''' - ელექტრომაგნიტური გამოსხივების რაოდენობა (ულუფა), რომელიც შეიძლება გამოასხივოს ან შთანთქას [[ატომი|ატომმა]] ან სხვა კვანტურმა სისტემამ ერთჯერადი აქტის დროს; ელემენტარული ნაწილაკი, იგივეა, რაც სინათლის კვანტი.
 
 
 
'''ფოტონი''' არის [[ელემენტარული ნაწილაკი]] [[ფიზიკა|ფიზიკაში]], [[ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება|ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების]] [[კვანტი]] (ულუფა) და საბაზისო ერთეული [[სინათლე|სინათლისა]] და ყველა სხვა სახის [[ელექტრომაგნიტური გამოსხივება|ელექტრომაგნიტური გამოსხივების]]. ფოტონი არის აგრეთვე "[[ძალა|ძალის]] გადამტანი" ელექტრომაგნიტური ძალისთვის. ამ ძალის მოქმედება ადვილად დამზერადია, როგორც [[მიკროსკოპული|მიკროსკოპულ]], ასევე [[მაკროსკოპული|მაკროსკოპულ]] დონეზე. რადგანაც ფოტონს არა აქვს [[უძრაობის მასა]] ეს საშუალებას აძლევს მას ურთიერთზმედებდეს შორ მანძილებზე. მსგავსად ყველა [[ელემენტარული ნაწილაკი|ელემენტარული ნაწილაკისა]] ფოტონი საუკეთესოდ აღიწერება [[კვანტური მექანიკა|კვანტური მექანიკით]] ამჟღავნებს რა ტალღა-ნაწილაკურ [[დუალიზმი|დუალიზმს]] - ანუ ამჟღავნებს როგორც [[ტალღა|ტალღის]] ასევე [[ნაზილაკი|ნაწილაკის]] ბუნებას. მაგალითად ფოტონი შეიძლება გარდატყდეს ლინზის საშუალებით ან ამჟღავნებდეს ტალღურ [[ინტერფერენცია|ინტერფერენციას]] საკუთარ თავთან და აგრეთვე მოქმედებდეს, როგორც ნაწილაკი, რომელიც იძლევა განსაძღვრულ შედეგს რაოდენობრივი მომენტის გაზომვისას.
 
დღეისათვის არსებული შეხედულება ფოტონზე თანდათანობით განვითარდა [[ალბერტ აინშტაინი|ალბერტ აინშტაინის]] მიერ, როცა ის ცდილობდა აეხსნა ექსპერიმენტული დაკვირვება, რომელიც ვერ ჯდებოდა კლასიკური სინათლის [[ტალღური მოდელი|ტალღური მოდელის]] ფარგლებში. კერძოდ, ფოტონური მოდელი ითვალისწინებდა რა სინათლის ენერგიის სიხშირეზე დამოკიდებულებას, შესაძლებელს ხდიდა [[ნივთიერება|ნივთიერებისა]] და [[ელექტრომაგნიტური გამოსხივება|გამოსხივების]] [[თერმული წონასწორობა|თერმულ წონასწორონაში]] არსებობას. ფოტონური მოდელი აგრეთვე ხსნიდა მანამდე ანომალურ დაკვირვებეს, მათ შორის [[შავი სხეულის გამოსხივება|შავი სხეული გამოსხივების]] მახასიათებლებს. რომელსაც სხავ ფიზიკოსები და მათ შორის [[მაქს პლანკი]] აღზერდა ნახევრადკლასიკური მოდელის საშუალებით, სადაც [[სინათლე]] კვლავ [[მაქსველის განტოლებები|მაქსველის განტოლებებით]] აღიწერებოდა, ხოლო მატერიალური სხეული, რომელიც შთანთქავდა ან გამოასხივებდა სინათლეს იყო დაკვანტული. თუმცა ამ ნახევრადკლასიკურმა მოდელებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს [[კვანტური მექანიკა|კვანტური მექანიკის]] განვითარებაში. შემდგომმა ექსპერიმენტებმა დაადასტურეს [[ალბერტ აინშტაინი|აინშტაინის]] ჰიპოთეზა, რომ თვით სინათლე იყო დაკვანტული და სინათლის კვანტია ფოტონი.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფოტონი“-დან