ვიკიპედია:ყავახანა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 769:
 
დაეყრდენით დასავლელ მკვლევარებს (დასავლურ ისლამოლოგიას – როგორც თვენ უწოდებთ), ისლამისტებს. ვიკიპედიაში უნდა იყოს მითითება მეორად აკადემიურ წყაროებზე და არა პირველწყაროზე. ეს ვიკიპედიის ანაბანაა. გაეცანით წესებს. ის, რომ ჰადისები "გაცხრილეთ და რაც სუბიექტურად მოგეჩვენათ ამოიღეთ", ეს მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ თქვენ მიერ შემოტანილი მასალის ნდობა არ შეიძლება, რადგან თქვენ რომ სუბიექტურად მოგეჩვენათ ეს თქვენი სუბიექტური აზრია, ვიკიპედიის მკითხველისთვის კი თქვენი აზრი არ არის საინტერესო, საინტერესოა აკადემიური, მეცნიერული, ავტორიტეტული წყაროები. ვიკიპედია არ არის თქვენი ორიგინალური შემოქმედების განთავსების ადგილი.--[[მომხმარებელი:Zolokin|Zolokin]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Zolokin|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Zolokin|წვლილი]]</sub> 19:14, 4 ოქტომბერი 2010 (UTC)
 
ზოლოქინო! თქვენ ალბათ ''ვიკიპედიის მკითხველების'' არჩეული წარმომადგენელი იქნებით, ან კიდევ კოლექტიური, ასე ვთქვათ, "ნიკი", რადგან თავს უფლებას აძლევთ ასე ხელაღებით გადაწყვიტოთ რა არის საინტერესო ვიკიპედიის მკითხველისთვის - ხელისგულისოდენა სტატია სამი აბზაცის შემადგენლობით, თუ შედარებით უფრო დიდი და სრული სტატია?
 
როგორც მოგახსენეთ, სწორედ აკადემიური და მეცნიერული წყაროებია ჰადისები, რომლებიც ჩათვლილია საჰიჰ და ჰასან კატეგორიებში. ხოლო არგუმენტი - არავის გაუგიაო და არც მეო, კრიტიკას ვერ უძლებს და ეს თავადაც კარგად უწყით, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო (დაახლოებით ვხვდები, რა მიზეზებიცაა, მაგრამ დაველოდოთ განთიადს.) გაკერპებულხართ.
 
მერეც, ამას უკვე ზოგადად ვწერ და არა კონკრეტულად ზოლოქინის მისამართით - რით დაიმსახურა სწორედ ამ სტატიამ - მაჰმადმა ასეთი დიდი ყურადღება და ზრუნვა, რომ მაშინვე წაშალეთ, ხოლო იგივე წყაროებზე დაფუძნებული სხვა სტატია თუ სტატიები კი არა? — [[მომხმარებელი:Sayfulhaqq|Sayfulhaqq]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Sayfulhaqq|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Sayfulhaqq|წვლილი]]</sub> 06:09, 5 ოქტომბერი 2010 (UTC)
 
==გადამისამართებები არასწორი სათაურებიდან==