ფხოველები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ფხოველები''', იგივეა, რაც ძვ. ქართული წყაროების ''ფხოელნი'', ''ფხოველნი'', მხ. რცხ. ''ფხოვი'' — [[საქართველო]]ს ისტორიული რეგიონის, [[ფხოვი]]ს (ფხოეთის) – დღევანდელი [[ფშავი]]სა და [[ხევსურეთი]]ს მცხოვრებნი. პირველი ისტორიული ცნობა ფხოველების შესახებ წყაროებში გვხვდება "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"-ში, სადაც ვკითხულობთ, რომ [[IV საუკუნე|IV საუკუნის]] 20–იან წლებში [[წმინდა ნინო]]ს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქრისტიანობა უქადაგია [[ჭართალი (მხარე)|ჭართლელებისთვის]], [[ფხოვი|ფხოველებისთვის]] და [[წილკანი (მხარე)|წილკნელებისთვის]]. მთიელებმა სცადეს გაქრისტიანებისთვის თავის არიდება, მაგრამ [[მირიან III|მირიან]] მეფის [[ერისთავი|ერისთავმა]] მსუბუქად მიმართა მახვილი და მათაც შიშით გადმოსცეს თავიანთი [[კერპი|კერპები]] დასალეწად: {{ციტატა|წარიყვანა იაკობ მღდელი, საბერძნეთით მოსრული, და ერის-თავი ერთი, წარვიდა და დადგა წობენს. და მოუწოდა მთეულთა, ჭართალელთა და ფხოელთა, და წილკანელთა და უქადაგა სარწმუნოვებაჲ ქრისტჱსი. ხოლო მათ განუყარეს თავი და ერის-თავმან მცირედ წარჰმართა მახჳლი და შიშით მოსცნეს კერპნი მათნი დალეწად.<ref name="შატბერდი">შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 323–324</ref>}}
{{წასაშლელი|მოკლე}}
{{მოიცადეთ}}
'''ფხოველები''' (იგივეა, რაც ძვ. ქართული წყაროების "ფხოელნი", "ფხოველნი". მხ. რცხ. "ფხოვი") – საქართველოს ისტორიული რეგიონის, [[ფხოვი]]ს (ფხოეთის) მცხოვრებნი (იხ. სტატია "[[ფხოვი]]").
 
"[[მეფეთა ცხოვრება]]" გვამცნობს, თითქოს მთიელთაგან ქრისტიანობის მიმართ განსაკუთრებული წინააღმდეგობა ფხოველებმა გამომაჟღავნეს, რამაც მათი მეზობელ თუშეთში მიგრაციაც კი გამოიწვია:
{{ციტატა|ხოლო ფხოველთა დაუტევეს ქვეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს და სხვანიცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის ღება.<ref>ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., განათლება, 1955, გვ. 126</ref>}}
მაგრამ ამგვარი ინტერპრეტაცია "[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]" გვიანდელი რედაქტორის მცდარი ინტერპრეტაციის შედეგია. მის პირველწყაროში, "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"-ში ვკითხულობთ, რომ არა ფხოველნი, არამედ "ყუარელნი" გადასულან თუშეთში: {{ციტატა|და ყუარელთა ესმა ესე და გარდაკრბეს თოშეთა, რომელნი უკუანაჲსკნელ იპოვნეს, თრდატ მეფემან მოიყვანნა და მონათლნა.<ref name="შატბერდი"/>}} აშკარაა, რომ "ქართლის ცხოვრების" რედაქტორმა ყუარელთა შესახებ ცნობა შეცდომით ფხოველებთან დააკავშირა.
 
[[თამარ მეფე|თამარ მეფის]] ეპოქაში, დაახლოებით [[1212]] წელს ფხოველები, [[დიდოელები|დიდოელებთან]] ერთად განუდგნენ [[თამარ მეფე]]ს. "[[ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი]]" ასე ახასიათებს ფხოველებს:{{ციტატა|ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ.<ref name="ფხოვი">ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის რედაქცია, თბ., 1959, გვ. 111</ref>}}
მემატიანის ეს სიტყვები იმაზე მეტყველებს, რომ ფხოველები თუმცა კი [[ჯვარის მსახური|ჯვარის მსახურნი]], ანუ [[ქრისტიანები]] იყვნენ და ქრისტიანობას იჩემებდნენ, მაგრამ მათი საქციელი არ შეეფერებოდა ქრისტიანის საქციელს, რადგან, წარმართ დიდოელებთან ერთად, ქრისტიანი მეფეს, თამარს განუდგნენ და იწყეს მისი სამეფოს ქრისტიანი მოსახლეობის დარბევა:{{ციტატა|იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.<ref name="ფხოვი"/>}} მთაში წესრიგის დასამყარება თამარმა ამირსპასალარ-ათაბაგს, [[ივანე I მხარგრძელი|ივანე მხარგრძელს]] დაავალა. ამ უკანასკნელს სამი თვე დასჭირდა იმისთვის, რომ განდგომილები სასტიკად დაესაჯა და მორჩილებაში მოეყვანა: "მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი". დამარცხებულებმა მისცეს ათაბაგს [[მძევალი|მძევლები]], აღუთქვეს [[ხარაჯა|ხარაჯის]] გადახდა და ერთგულება. ამ პირობებით ივანე ათაბაგმა ზავი დაუდო მთიელებს, მძევლები წამოასხა და უკან მობრუნებულმა მეფეს მოახსენა:{{ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დიდოეთი და ფხოეთი.<ref>ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის რედაქცია, თბ., 1959, გვ. 111–112</ref>}}
 
როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, სწორედ აღნიშნული დროიდან, XIII საუკუნიდან უნდა მომხდარიყო [[ფხოვი]]ს, [[ფშავი]]სა და [[ხევსურეთი]]ს რეგიონებად განცალკევება.<ref>[http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000071/123.pdf როლანდ თოფჩიშვილი, ეთნოისტორიული ეტიუდები, წიგნი I, თბილისი, 2005, გვ. 149]</ref>
 
== იხილეთ აგრეთვე =
* [[ფხოვი]]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{ქართველები}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფხოველები“-დან