დომენტი III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ლიტერატურა
ვიკიფიცირება
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|დომენტი|დომენტი}}
'''დომენტი III''' ( გ. [[სექტემბერი]], [[1676]], [[მცხეთა]]), აღმოსავლეთ [[საქართველო]]ს [[კათოლიკოს-პატრიარქი]] [[1660]]-[[1676]] წლებში, ქაიხოსრო მუხრანბატონის ძე. იყო ქართლის მეფის ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიმდევარი. ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ. მუსლიმანურ წეს-ჩვეულებათა საპირისპიროდ ცდილობდა ქართული ქრისტიანული ჩვეულებების აღდგენას. [[1664]] წელს თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან ჩამოტანილი ანჩის ხატი და თბილისის ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენა. მანვე შეაკეთა და განაახლა ანჩისხატის ეკლესია, [[1675]] წელს ააგო ახალი სამრეკლო. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისთვის ნასყიდობით შეიძინა სახნავ-სათესი მიწები და რამდენიმე კომლი გლეხი.
 
== ლიტერატურა ==
*''ლომინაძე ბ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 314, თბ., 1978
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დომენტი_III“-დან