Red Hot Chili Peppers: განსხვავება გადახედვებს შორის

+en:, +კატ.
No edit summary
(+en:, +კატ.)
 
==შემადგენლობა==
 
 
 
ჯგუფის ყველაზე დამახასიათებელი ელემენტი არის [[ფლეა]]ს ბასი და მრავალმხრივი მუსიკალური სტილი. ფლეას სტილი არის შერწყმა ტრადიციული [[პანკ-როკის]], [[ბლუზი]]ს და [[ფანკი]]ს. რომელიც წააგავს [[ბუტსი კოლინზი]]ს და [[ჯონ პოლ ჯონსი]]ს შემოქმედებას. ჯგუფის რითმები ძირითადად აგებულია სწორედ ფლეას ბასზე. [[ენტონი კიდისი]]ს სტილი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით და უმაღლესი შესრულებით, რომლსიც თავისებურ განზომილებას მატებს ჯგუფის შემოქმედებას. სოლო-გიტარისტი, [[ჯონ ფრუშიანტე]] არის [[ჰარდ-როკი]]ს, პანკ-როკის... საუკეთესო ტრადიციების მატარებელი მუსიკოსი. მის მუსიკაში ადვილი ამოსაცნობია [[ჯიმი ჰენდრიქსი]], [[ფრენკ ზაპა]] და სხვა უდიდესი გიტარისტები. ეს ყველაფერი შესრულების არაჩვეულებრივად ზუსტი და დახვეწილი მანერით. [[ჩად სმიტი]]ს დრამი კი არის ზუსტად ის რაც ჭირდება ამ გენიალურ ჯგუფს: თავბრუდამხვევი რითმები, ძლიერი დარტყმა და უნაკლო შესრულება.
 
==ისტორია==
 
 
 
 
1980 -იანები: Fairfax High School -ის კურსდამთავრებულებმა: ენტონი კიდისმა, ფლეამ (მაიკლ ბალზარი), [[ჯეკ აირონს]]მა, და [[ჰილ სლოვაკ]]მა დააარსეს ჯგუფი რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი [[1983]] წელს. დასაწყისში მხოლოდ კონცერტებზე ჩანდნენ. თავიდანვე მიიქციეს ყურადღება თავისი უჩვეულო გამოსვლებით. სცენაზე კონცერტების დროს ფაქტიურად არაფერი ეცვათ. ალბომის ჩაწერა გაჭიანურდა. ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, სლოვაკი და აირონსი სხვა პროექტით იყვნენ დაკავებულნი და ამიტომ სადებიუტო ალბომის ჩასაწერად მიწვეულნი იქნენ გიტარისტი [[ჯეკ შერმანი]] და დრამერი [[კლიფ მარტინესი]]. თუმცა ამ ყველაფერმა არ გაამართლა. მათი ტურნე შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი იყო. ისინი ვერ შეეწყვნენ თავიან პროდუსერს. ამას თან დაერთო კიდისის და შერმანის უთანხმოება და ამ უკანასკნელმა დატოვა ჯგუფი. ტურნეს დასასრულებლად დაბრუნდა სლოვაკი. 1985 წელს Parliament-Funkadelic -ის პროდიუსერის [[ჯორჯ კლინტონი]]ს ხელმძღვანელობით ჩაიწერა მეორე ალბომი "Freaky Styley". მართალია, ეს ალბომი ხშირად ტრიალებდა კოლეჯების რადიოებში, თუმცა მაინც ვერ დაიკავა ადგილი მეინსთრიმში. ამის შედეგად ჯგუფი დატოვა დრამერმა. [[1986]] ში ჯგუფს დაუბრუნდა აირონსი. 1987 წელს Michael Beinhorn -ის პროდუსირებით ჩაიწერა მესამე ალბომი - "The Uplift Mofo Party Plan". ეს ალბომი იყო [[ფანკის]], [[ფსიქოდელი]]ის და [[პანკის ]] შერწყმა. ამას მოჰყვა მათი ტურნე [[ევროპა]]ში. ტურნედან დაბრუნების შემდეგ, იმავე თვეში სლოვაკი იპოვეს გარდაცვლილი. მიზეზი: [[ჰეროინი]]ს გადამეტებული დოზა. ჯგუფიდან მალევე წავიდა აირონსიც. კიდისმა და ფლიიმ დაიმატეს დრამერი ჩად სმიტი და გიტარისტი ჯონ ფრუშიანტე. [[1989]] წელს მათ დაასრულეს ალბომი "Rockin' Freakapotamous", რომელზე მუშაობაც შეჩერებული იყო სლოვაკის გარდაცვალების გამო. განახლებულს ალბომს ეწოდა "Mother's Milk". ეს იყო ფანკის, ჯაზის, რეპის და მეტალის ნაზავი. ამ ალბომის სიმღერა "Knock Me Down" შევიდა საუკეთესო ათეულში და როგორც იქნა დაიმკვიდრეს ადგილი მეინსთრიმში. ალბომის წარმატებამ გამოიწვია ცხრა თვიანი ტურნე მსოფლიოს გარშემო.
2000 -იანები: 2001 წელს გამოვიდა ალბომი "By The Way". (ფსიქოდელია, ატერნატივა, პოპ-როკი). სიმღერებით "[[ბაი ზი ვეი]]" და "Can't stop" ფეფერსი კვლავ მოექცა ჩარტების სათავეებში. 2003 წელი. მეორე დივიდი - "Live At Slane Castle". 2004 წელს გამოვიდა მათი პირველი ლაივ ალბომი - "Live in Hyde Park" 2005 წელს დაიწყო მუშაობა ალბომზე - "Stadium Arcadium". ეს ალბომი სავარაუდოდ გამოვა 2006 წლის აპრილში, რომელსაც მოჰყვება მსოფლიო ტურნე მომდევნო თვეებში.
 
ამ კალიფორნიული როკ ჯგუფის მუსიკა შეიცავს როკის, ფანკის, პანკის, მეტალის და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს. მოგვიანებით მათ თავის მუსიკაში შეიტანეს ჯაზის, ფსიქოდელიის და ბლუზის ელემენტები. მათ გაყიდული აქვთ დაახლოვებით 50 000 000 დისკი
 
[[კატეგორია:როკ-ჯგუფები]]
ამ კალიფორნიული როკ ჯგუფის მუსიკა შეიცავს როკის, ფანკის, პანკის, მეტალის და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს. მოგვიანებით მათ თავის მუსიკაში შეიტანეს ჯაზის, ფსიქოდელიის და ბლუზის ელემენტები. მათ გაყიდული აქვთ დაახლოვებით 50 000 000 დისკი
[[en:Red Hot Chili Peppers]]