ნიკო მარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: es:Nikolai Marr
ბოტის შეცვლა: nn:Nikolaj Marr; cosmetic changes
ხაზი 11:
'''ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე მარი''' (დ. ძვ. სტ. 25 დეკემბერი, 1864/[[6 იანვარი]], [[1865]], [[ქუთაისი]], [[საქართველო]] ― გ. [[20 დეკემბერი]], [[1934]], [[ლენინგრადი]] ახლანდელი [[სანქტ-პეტერბურგი]], [[რუსეთი]]), ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი. [[რუსეთის მეცნიერებათა აკადემია|რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის]] ნამდვილი წევრი (1912).
 
== ბიოგრაფია ==
მამა [[შოტლანდიელები|შოტლანდიელი]] ჰყავდა, დედა — [[ქართველები|ქართველი]]. [[1884]] წელს დაამთავრა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია]], [[1890]] — პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. [[1891]]-იდან ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი იყო. [[1894]]-[[1896]] წლებში მუშაობდა [[სტრასბურგის უნივერსიტეტი]]ს, [[ვატიკანი|ვატიკანისა]] და [[რომი|რომის]] [[ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკებში]].
 
ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად [[1898]] გაემგზავრა [[კონდაკოვი, ნიკოდიმე|ნ. კონდაკოვის]] ექსპედიციაში [[ათონის მთა|ათონის მთაზე]], [[1902]] — [[სინის მთა|სინის მთაზე]] [[ჯავახიშვილი, ივანე|ი. ჯავახიშვილთან]] ერთად. [[1913]] წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანი, [[1924]]-[[1930]] წლებში ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, [[1930]]-იდან — [[სსრკ|სსრკ-ის]] მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
 
== მოღვაწეობა ==
=== ენათმეცნიერება ===
მარი იკვლევდა [[სომხური ენა|სომხურ ენას]], [[ქართული ენა|ქართულს]] და მის ნათესაობას სხვა ენებთან. წამოაყენა ჰიპოთეზა (1888-1916), რომ ქართული ენათესახება [[სემიტურ ენები|სემიტურ ენებს]] და [[ქართველური ენები|ქართველურ ენებს]] [[იაფეტური ენები]] უწოდა (ბიბლიური [[ნოე]]ს შვილის — [[იაფეტი|იაფეტის]] სახელიდან). სემიტური და იაფეტური ენები ერთი (ნოეტური) ოჯახის ორ შტოდ გამოაცხადა. მთის კავკასიური ენათა შესწავლის შედეგად მარმა იაფეტური ენების წრეში შეიტანა [[აფხაზურ-ადიღური ენები|აფხაზურ-ადიღური]], [[ჩეჩნური ენა|ჩაჩნური]] და [[დაღესტნური ენები]]ც ([[1916]]-[[1920]]) და იაფეტური დამოუკიდებელ ენათა ოჯახად მიიჩნია. შემდგომში იაფეტურ ენათა ოჯახს მიაკუთვნა [[ბასკური ენა|ბასკური]], აგრეთვე წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის მკვდარი ენები: [[პელაზგური ენა|პელაზგური]], [[ეტრუსკული ენა|ეტრუსკული]] ([[1920]]-[[1923]]). ნაშრომში "იაფეტური კავკასია და მესამე ეთნიკური ელემენტი ხმელთაშუა ზღვის კულტურის შექმნაში" ([[1920]]) მარმა იაფეტური ეთნიკური ელემენტი ქრონოლოგიურად უფრო ძველად ცნო, ვიდრე სემიტური და ინდოევროპული — იაფეტიდები ხმელთაშუა ზღვის აუზის უძველეს მოსახლეობას წარმოადგენდნენო; ამიტომ სემიტურთან ნათესაობის საკითხი მოიხსნა. აღიარებულ იქნა იაფეტურ ენათა შეჯვარება ჯერ სემიტურ, ხოლო უფრო გვიან ინდოევროპულ ენებთან.
 
მომდევნო პერიოდში მარი მივიდა იმ დასკვნემდე, თითქოს იაფეტიზმები დასტურდება მსოფლიოს ყველა ენაში. მან იაფეტური ენები გამოაცხადა მეტყველების უძველეს საფეხურად (სტადიად), ხოლო — ენათა ოჯახის ცნება უარყო.
 
[[1923]] წლიდან (ნაშრომი "ხმელთაშუა ზღვის ინდოევროპული ენები") მარმა გაწყვიტა კავშირი ადრინდელ ენათმეცნიერებასთან, რომელიც ბურჟუაზიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ მეცნიერებად გამოაცხადა; უარყო მისი პრინციპები, როგორც მიუღებელი მარქსისტული მეცნიერებისათვის და შექმნა "[[ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება|ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება]]", რომელსაც, როგორც მარქსისტულ თეორიას, ძალით ახვევდა თავს საბჭოთა ენათმეცნიერებას. ამ თეორიაში ენა მიჩნეულია ზედნაშენად და კლასობრივ მოვლენად, მარი თვლიდა, რომ ბგერითი ენა იმთავითვე კლასობრივი იყო, არაკლასობრივი ენა არასოდეს არსებულაო. მან უარყო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მონათესავე ენათა ოჯახების არსებობა და წამოაყენა სტადიალური განვითარების პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად ენები ერთმანეთისაგან განსხვავდება არა წარმოშობის, არამედ განვითარების სტადიების მიხედვით, ხოლო თვით სტადიების რაოდენობა მარის არ გაურკვევია.
 
[[1926]] მარიმ შექმნა პირველი აფხაზური ანბანი ლათინურ დამწერლობის საფუძვლებზე. ამ ანბანმა 1928 წელს ცვლილება განიცადა ხოლო შემდეგ საერთოს გაუქმდა და შეიცვალა ქართული ანბანის საფუძველზე შექმნილი აფხაზური დამწერლობით.
ხაზი 28:
[[1950]] წელს საენათმეცნიერო დისკუსიამ ნათელყო, რომ ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება არ არის [[მარქსიზმი|მარქსისტული]] თეორია და რომ ამ თეორიის ძირითადი დებულებები მეცნიერულად გაუმართლებელია.
 
=== ფილოლოგია ===
მარის დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ფილოლოგიის განვითარებაში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მან ქართველურ ენათა შესწავლის საქმეში (განსაკუთრებით ახალი საენათმეცნიერო მოძღვრების შექმნამდე). გამოაქვეყნა (რუსულ ენაზე) "ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები" ([[1908]]), "ჭანურის გრამატიკა" ([[1910]]), "ძველი ქართული სალიტერატურო ენა" ([[1925]]), "ქართული ენა" (ფრანგულად, [[მორის ბრიერი|მ. ბრიერთან]] ერთად, [[1931]]), რიგი საყურადღებო წერილებისა [[სვანური ენა|სვანური ენის]] შესახებ. მოგვცა მრავალი ანგარიშგასაწევი ეტიმოლოგია ქართველურ ენათა მასალაზე. მთის კავკასიური ენებიდან მარმა ყველაზე დიდი ყურადღება დაუთმო [[აფხაზური ენა|აფხაზურს]] და რამდენიმე გამოკვლევა უძღვნა. თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს მარის წერილებს სომხურის, როგორც ნარევი ენის, შესახებ ([[1911]]-[[1919]]). მარმა [[1921]] წელს პეტროგრადში დააარსა "იაფეტიდოლოგიური ([[1922]]-იდან — "იაფეტური") ინსტიტუტი", რომელიც [[1933]] შეცვალა "ენისა და აზროვნების ინსტიტუტმა". მარის ინიციატივით შეიქმნა შემდეგი სამეცნიერო სერიები "Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии", 1900-1913; "Материалы по яфетическому языкознанию", "Яфетический сборник", 1922-1932; "Язык и мышление", 1933-1949; "Христианский Восток", "Bibliotheca Armeno-Georgica", "Monumenta hagiographica Georgica" და სხვა.
 
[[სურათიფაილი:Marr.jpg|left|frame|ნ. მარი (სიბერეში)]]
=== მწერლობა და კულტურა ===
მარმა დიდი ამაგი დასდო ქართულ სასულიერო და საერო მწერლობისა და კულტურის საკითხების შესწავლის ფუნდამენტური მონოგრაფიული გამოკვლევებით. მან ძველი ხელნაწერების მიხედვით, სათანადო მეცნიერული კომენტარებით, ლექსიკითა და რუსული თარგმანითურთ გამოსცა „პეტრე იბერის ცხოვრება“ ([[1896]]), [[იპოლიტე რომაელი]]ს „თარგმანებია ქება-ქებათაჲ“ ([[1901]]), [[ბასილი კესარიელი]]ს „ფიზიოლოგი“ ([[1904]]), [[ანტიოქე სტრატიგი]]ს „იერუსალიმის წარტყვევნის“ არაბული ტექსტის ქართული თარგმანი ([[1909]]), განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო [[გიორგი მერჩულე| გიორგი მერჩულეს]] „[[გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება]]“ (1911). [[იოანე პეტრიწი|იოანე პეტრიწისადმი]] მიძღვნილი გამოკვლევებით (ЗВО ტ. XIX, 1909) მარმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიულ შესწავლას.
 
მნიშვნელოვანი გამოკვლელები უძღვნა მარმა ქართული კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს: პირველმა გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებითურთ „[[აბდულმესიანი]]“ და „[[თამარიანი]]“ („ძველი ქართველი მეხოტბენი“, [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]], [[1902]]). გააშუქა „[[ამირანდარეჯანიანი|ამირანდარეჯანიანთან]]“, „[[ვისრამიანი|ვისრამიანთან]]“, „[[შაჰნამე]]სთან“, „[[რუსუდანიანი|რუსუდანიანთან]]“, დაკავშირებული ქართულ-სპარსული და ქართულ-არაბული ლიტერატურული ურთიერთობების საკითხები. მარმა საფუძველი ჩაუყარა [[რუსთველოლოგია|რუსთველოლოგიას]], როგორც სამეცნიერო დისციპლინას, განსაკუთრებული ღვაწლი დასდო [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]] ტექსტის საკითხების, [[შოთა რუსთაველი|რუსთაველის]] იდეოლოგიისა და მისი ეპოქის შესწავლას, გამოსცა პოემის [[პროლოგი|პროლოგისა]] და [[ეპილოგი|ეპილოგის]] ტექსტები («შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესავალი და დასკვნითი სტროფები», რუსულ ენაზე, [[1910]]) სათანადო გამოკვლევითა და რუსული თარგმანითურთ; მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი რუსთაველის ეპოქისა და კულტურული გარემოს შესახებ „ვეფხისტყაოსანი და ახალი კულტურულ-ისტორიული პრობლემა“ ([[1917]]).
[[სურათიფაილი:Marr_archeological_dig_of_Ani.jpg|thumb|ქალაქი [[ანისი]]: გათხრები ნ. მარის ხელმძღვანელობით, 1905]]
 
=== ისტორია ===
დიდია მარის დამსახურება საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლაშიც. ფეოდალური ხანის ცალკეულ გაურკვეველ პრობლემათა გაშუქების გარდა ([[ტაო-კლარჯეთი|ტაო-კლარჯეთის]] ისტორიის საკითხები, [[ანისი|ანისში]] აღმოჩენილი [[ეტიფანე]] ქართლის კათალიკოსის წარწერის ანალიზი და სხვა), მას ეკუთვნის "საქართველოს ისტორია" (პეტერბურგი, 1906) რუსულ ენაზე, რომელშიც გადმოცემულია ქართველი ხალხის ისტორია ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის დასასრულიდან; განხილულია ქართული კულტურის ისტორიული საკითხები (დამწერლობის, ქრისტიანობის წარმოშობა, ლიტერატურის ისტორია და სხვა); ყურადღება ექცევა ქართველი ხალხის ეთნოგენეზის პრობლემასაც. საქართველო-კავკასიის უძველესი ხანის ისტორია ერთ მთლიანობაშია გადაწყვეტილი (ქართველ-კავკასიურ ტომთა მცირე აზიიდან მიგრაციის, ქართველ-ურარტუელ ტომთა ნათესაობის, ქართველ-ბასკური პარალალების საკითხები და სხვა).
 
=== არქეოლოგია ===
მარის მეცნიერულ მოღვაწეობაში გარკვეული ადგილი უჭირავს [[არქეოლოგია]]საც. მის მიერ ჩატარებულ გათხრებს ანისში ([[1892]]-იდან) დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეების სომხურ ქალაქებისა და კულტურის ისტორიის შესწავლისათვის. [[1893]] დაიწყო ვორნაკის სამაროვანის გათხრა, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო გათხრები [[ვანი (ტბა)|ვანის ტბის]] ([[თურქეთი]]) სამხრეთ სანაპიროზე 1916. აქ მარმა გაშიფრა [[ორბელი, იოსებ|ი. ორბელის]] მიერ აღმოჩენილი [[ურარტუ|ურარტუს]] მეფის [[სარდურ II|სარდურ II-ის]] (760-730) ცნობილი [[სოლისებრი დამწერლობა|სოლისებრი]] წარწერა, რომლის ერთ-ერთ მუხლში მოხსენიებული იყო კულხას ([[კოლხეთის სამეფო|კოლხას]]) ქვეყანა.
 
 
== საინტერესო ცნობები ==
* [[1934]] წელს მარი დააჯილდოვეს [[ლენინის ორდენი]]თ.
 
== რჩეული ნაშრომები ==
* ''Der japhetitische Kaukasus und das dritte ethnische Element im Bildungsprozess der mittelländischen Kultur''. Kohlhammer, Berlin/Stuttgart/Leipzig 1923
* ''რით ცხოვრობს იაფეტური ენათმეცნიერება?'' პეტროგრადსკი ინსტიტუტ ჟივიხ ვოსტოჩნიხ იაზიკოვ, პეტროგრად, 1923
* ''ბასკურ-კავკასიური ლექსიკური პარალელები''. მეცნიერება, თბილისი 1987
* ''აფხაზთა ენასა და ისტორიაზე''. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, მოსკოვი, 1938
* ''Ani: rêve d'Arménie''. Anagramme Éd., Paris 2001, ISBN 2-914571-00-3
* ''იეფედიტოლოგია''. კუჩკოვო პოლე, მოსკოვი 2002, ISBN 5-86090-049-X
 
== ლიტერატურა ==
* ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 5,თბ., 1971;
* ბერიძე ვ., რუსთველოლოგიური ეტიუდები, თბ., 1961;
* ჩიქობავა ა., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965;
* ძიძიგური შ., ნიკო მარი - ქართული კულტურის მკვლევარი, თბ., 1965;
* ''ნიკო მარისა და ექვთიმე თაყაიშვილის მიმოწერა''. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მეცნიერება, თბილისი 1991
* Josif V. Stalin: ''Concerning marxism in linguistics''. Soviet News, London 1950
* Lawrence L. Thomas: ''The linguistic theories of N. Ja. Marr''. University of California Press, Berkeley, California [u.a.] 1957
* Tasso Borbé: ''Kritik der marxistischen Sprachtheorie N. Ja. Marr's''. Scriptor Verl., Kronberg/Ts. 1974, ISBN 3-589-20021-9
* René L'Hermitte: ''Marr, marrisme, marristes: Science et perversion idéologique; une page de l'histoire de la linguistique soviétique''. Institut d'Etudes Slaves, Paris 1987, ISBN 2-7204-0227-3
* Ferenc Havas: ''A marrizmus-szindróma: Sztálinizmus és nyelvtudomány''. Tinta Könyvkiadó, Budapest 2002, ISBN 963-9372539372-53-6
* Olga D. Golubeva: ''N. Ja. Marr''. Rossijskaja Nacional'naja Biblioteka, Sankt Peterburg 2002, ISBN 5-8192-0134-5
* Vladimir M. Alpatov: ''Istorija odnogo mifa: Marr i marrizm''. Editorial URSS, Moskva 2004, ISBN 5-354-00405-5
* Абаев В. И., Н.Я. Марр (1864-1934). К 25-летию со дня смерти, «Вопросы языкознания», 1960, № 1
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.virtualani.org/marr/index.htm ნიკო მარის არქეოლოგიური ექსპედიცია ანისში.]
* [http://slovo.iphil.ru/virtlab/50/marr/piatitomnik/ ნიკო მარის რჩეული ნაშრომების ნუსხა (რუს.)]
* [http://burusi.wordpress.com/ისტორია/ნიკო-მარი/ ნიკო მარი, ცხოვრება მოღვაწეობა, ფოტოგალერეა]
 
{{რჩეული}}
{{DEFAULTSORT:მარი, ნიკოლოზ}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:შოტლანდიელები]]
[[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]]
[[კატეგორია:ქართველი აღმოსავლეთმცოდნეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1865]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1934]]
 
[[de:Nikolai Jakowlewitsch Marr]]
Line 95 ⟶ 96:
[[ja:ニコライ・マル]]
[[lt:Nikolajus Maras]]
[[nn:N.Ja.Nikolaj Marr]]
[[pl:Nikołaj Jakowlewicz Marr]]
[[ro:Nicolai Iakovlevici Marr]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკო_მარი“-დან