საქართველოს ეროვნული გვარდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 61:
1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის პუტჩის პერიოდში ლეგიტიმურ ხელისუფლებას იცავდა ეროვნული გვარადიის ის ნაწილი რომელც არ გაჰყვა კიტოვანსა და სიგუას რკონის ხეობაში - დაახლოებით 200 მებრძოლის რიცხვოვნობით. ეს მებრძოლები გაჰყვნენ აგრეთვე პრეზიდენტ გამსახურდიას, როდესაც იგი იჯევანში ილტვოდა. პრეზიდენტ გამსახურდიას ჩეჩნეთში გადასვლის შემდგომ მისი ერთგული ეროვნული გვარდია ფაქტობრივად დაიშალა და მისი წევრების არსებითი ნაწილი სამხედრო საბჭოს მიერ რეპრესირებული იქნა.
 
ხუნტა შეეცადა მიემხრო პრეზიდენტისადმი ერთგული გვარდიელები „სტრუქტურებში ჩართვის“ შეპირებით ანუ დაპირებით აეყვანათ ისინი ხელფასიან სამსახურში ხუნტის შეიარაღებულ ძალებში - რის შედეგადაც იმედგაცრუებული გვარდიელების ერთი, მცირე ნაწილი მართლაც მიიმხრეს. ეროვნული გვარდიის იმ წევრების მიმართ, რომლებიც არ გახდნენ კოლაბორაციონისტები მიმდინარეობდა დაუნდობელი რეპრესიები.
 
„მხედრიონისა“ და კიტოვანის გვარდიის მიერ დასავლეთ საქართველოს ეგზეკუციების პერიოდში - როდესაც მათ ფართომასშაბოვანი ძარცვა მოაწყეს და მრავალი სისატიკე ჩაიდინეს - ძირითადად სამეგრელოში სტიქიურად ჩამოყალიბდა რამდენიმე მცირე პარტიზანული რაზმი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას იცავდნენ ძარცვისაგან და რომლებშიც გაერთიანდა პრეზიდენტ გამსახურდიას ერთგული გვარდიელების ნაწილიც.
 
პირველი ბრძოლა პარტიზანულმა რაზმებმა გაუმართეს „მხედრიონს“ მათ მიერ წალენჯიხის ძარცვის დროს 1992 წლის ზაფხულში, რომელსაც ახლდა მოსახლეობაზე დიდი ძალადობა და მკვლელობა-გაუთატიურებები. ელვისებურად ჩატარებულ წალენჯიხის ოპერაციისას „მხედრიონის“ რაზმი, რომელსაც პირადად ჯაბა იოსელიანი მეთაურობდა პრაქიკულად განადგურებული იქნა, ხოლო იოსელიანი ბრძოლის ველიდან გაიქცა. ამ ოპერაციის შემდეგ პარტიზანულმა რაზმებმა ხელთ ჩაიგდეს რამდენიმე ათეული საბრძოლო იარაღი და საკმაო საჭურველი - რამაც მათ საშუალება მისცათ კიდევ რამდენიმე წარმატებული ოპერაციის შედეგად მთლიანად გაენთავისუფლებინათ სამეგრელოს რეგიონი სამხედრო საბჭოს შეიარაღებული ბანდებისაგან.
 
1992 წლის ივნისში პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანებულებით დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთ-სამეგრელოში) არსებული პარტიზანული რაზმები გაერთიანდნენ და ხელახლა შექმნეს ეროვნული გვარდია. მის მეთაურად და პრეზიდენტ გამსახურდიას სამხედრო რწმუნებულად დასავლეთ საქართველოში დაინიშნა პოლკოვნიკი ვახტანგ ქობალია. ამ პერიოდისათვის გვარდიის რიცხვოვნობა სამეგრელო-აფხაზეთში 200-250 მოხალისე-მებრძოლს აღწევდა.
ხაზი 71:
აფხაზეთში ომის დაწყებიდანვე და განსაკუთრებით სოხუმის დაცვაში მონაწილეობდა გამსახურდიას ერთგული გვარდიის მებრძოლების თითქმის ნახევარი და განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოხუმის ბატალიონმა სოსო ჯომიდავას მეთაურობით.
 
პოლკოვნიკ ვ.ქობალიას პირადი მეთაურობით ჩატარებული იქნა აფხაზეთის ომის პრაქტიკულად ერთად-ერთი წარმატებული მასშტაბური ოპერაცია - როდესაც ტამიშის შესართავთან მოგერიებული და შემდგომ განადგურებული იქნა სეპარატისტების ძლიერი დესანტი - როდესაც გვარდიას ხელში ჩაუვარდა არსებითი რაოდენობის იარაღი და საჭურველი.
 
1993 წლის სექტემბრისათვის გვარდიის პირადი შემადგენლობის რიცხვოვნობა 400-450 მოხალისე-მებრძოლს აღწევდა (აფხაზეთიდან ლტოლვილ მებრძოლთა ჩათვლით) და მას გააჩნდა 4 მოძველებული ტანკი, 2 „გრადი“, რამდენიმე „ბმპ“ და „ბრდმ“.