საქართველოს ეროვნული გვარდია: განსხვავება გადახედვებს შორის

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება (1990 წ. 15 ნოემბერი), მიღებულ იქნა დადგენილება “შინაგან ჯარებში-ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებითი ვალდებულების შესახებ” (1991 წ. 29 იანვარი).
 
* გეროვნულიეროვნული გვარდიის დაარსებიდან მცირე ხანში გაირკვა, კანონი ეროვნული გვარდიის შესახებ არ სრულდებოდა ეროვნული გვარდიის სარდალისა და ფაქტობრივად მთელი სარდლობის (რომელსაც სარდალი თ.კიტოვანი ნიშნავდა თანამდებობაზე - უმეტესწილად მისი პირადი მეგობრების წრიდან) მიერ - ისინი, სარგებლობდნენ რა გვარდიის სარდლის განსაკუთრებული სტატუსით (იხ. კანონის მე-3 მუხლი) - ფაქტობრივად გამოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მორჩილებიდან და ამდენად თანდათანობით დაუპირისპირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს.
 
* გვარდიის მატერიალურ-ტქნიკურიტeქნიკური მომარაგება უმთავრესად ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდებიდან. მაგრამ, გვარდიის სარდლობის თავნებობის ზრდასთან ერთად, მან დაიწყო გარკვეული ფინანსური და მატერიალური რესურსების თვითნებული მოკრება საბჭოთა სახელმწიფო საწარმოებიდან და კორუმპირებული კერძო პირებიდან. ამ საქმიანობაში გვარდიის სარდალს თ.კიტოვანს მხარში ედგა და დახმარებას უწევდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ.სიგუა - რომელთანაც თ.კიტოვანმა გარკვეული ალიანსი შექმნა.
 
* გვარდიის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება უმთავრესად ხდებოდა იმ ახალგაზრდებით - რომლებიც უარს აცხადებდნენ საბჭოთა არმიაში სავალდებულო სამსახურზე. ეროვნულ გვარდიაში ალტერნატიული სამსახური მათ გარკვეულწილად იცავდა საბჭოთა კანონებისაგან სამართლებრივი დევნისაგან.
1 493

რედაქტირება