მანი (წინასწარმეტყველი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ko:마니 (예언자)
No edit summary
ხაზი 10:
 
ახალმა რელიგიამ მოიცვა [[პართია]] და [[სოგდიანა]], [[ირანი]] და [[რომი]], [[ჩინეთი]] და [[ინდოეთი]]. ამ წარმატებამ დიდი პოპულარობა მოუხვეჭა მანის და მის მიმდევრებს, რომლებიც ნამდვილ ჯადოქრებად და სასწაულთმოქმედებად მიაჩნდა ხალხს. ამიტომაც ხანგრძლივი მისიონერული მოღვაწეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ მანის მტრულად შეხვდნენ ზოროასტრიზმის ქურუმები. შაჰინშაჰმა [[ბაჰრამ I]]–მა თავის უზენაეს ქურუმს უბრძანა საჯარო პაექრობაში გამოეწვია მანი, რათა მისი ერეტიკული მოძღვრების სიყალბე დაემტკიცებინა ხალხისთვის. მანიქეველთა თავკაცის ბრწყინვალე ორატორული ნიჭით დამფრთხალმა ქურუმმა თავი აარიდა პაექრობას და მანის მოსთხოვა თავისი ერთ–ერთი სასწაული ეჩვენებინა ცნობისმოყვარე ბრბოს წინაშე: თუ გამლღვალ ტყვიას დალევ, ეს სავსებით საკმარისი იქნება შენი რწმენის გასამართლებლადო. მანიმ ცივად უარყო ქურუმის მოთხოვნა: ჩემს რწმენას სასწაულებით გამართლება არ სჭირდებაო. მაშინ, მეფის ბრძანებით, დილეგში ჩააგდეს და [[276]] წელს სიკვდილით დასაჯეს (ზოგიერთი ვერსიით, ცოცხლად გააძრეს ტყავი).
 
== ლიტერატურა ==
'''ბაჩანა ბრეგვაძე''', ''თხზულებები და თარგმანები'', წ. 1, თბ., ნეკერი, 2006, გვ. 548
 
[[კატეგორია:რელიგიების დამაარსებლები]]