სათხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 58:
 
'''სათხე''' – სოფლი [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინიდის მუნიციპალიტეტში]], [[თემი]]ს ცენტრი (სოფლები:[[დიდი არაქალი]], [[პატარა არაქალი]], [[ოროჯოლარი]]). მდებარეობს [[ნინოწმინდა|ნინოწმინდიდან]] ჩრდილო–აღმოსავლეთით 12 კმ–ზე, მდინარეების [[ბუღდაშენი]]სა და [[ფარავანი (მდინარე)|ფარავნის]] შესაყართან, ზღვის დონიდან 1840 მ-ზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2222 კაცი.<ref>http://pop-stat.mashke.org/georgia-census.htm</ref>
 
სოფელი ამჟამად დასახლებულია 19–ე საუკუნის 30–იან წლებში არზრუმიდან გადმოსახლებული სომხებით. სოფლის სახელი გამჭვირვალეა და ტიპიურია ქართული სინამდვილისთვის. როგორც ჩანს, ჯავახეთის ეს მიდამოები ცნობილი ყოფილა თხის სიმრავლით და ამიტომ უწოდებიათ მისთვის სათხე.
 
==ღირსშესანიშნაობები==
 
სოფელში შემორჩენილია ძველი ისტორიული ძეგლები – [[ციკლოპური ციხე|ციკლოპური ციხის]] ნაშთები, რომელსაც [[მტკვარ–არაქსის კულტურა|მტკვარ–არაქსის ეპოქით]] (ძვ. წ. III ათასწლეული) ათარიღებენ მკვლევარები. ციხის კედლების დიდი ნაწილი დარღვეულია – გადმოსახლებულებს მისი ქვები სახლების ასაშენებლად მოუხმარიათ.
 
სოფლის მახლობლად აღმართულია XXI საუკუნის დასასრულის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამების დიდი დარბაზული ეკლესია. აგებულია სუფთად გათლილი მოყავისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები აქვს. შეინიშნება სხვადასხვა დროის რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესია ჩრდ. ეგვტერისა და მთავარი ეკლესიის კედლებში ჩართული უფრო ადრინდელი პატარა ეკლესიის ნაწილები. სამკვეთლო და სადიაკვნე საკურთხევლის ორივე მხარეს კედლის სისქეშია მოქცეული. გარედან სარკმელები და კარნიზი შემკულია მაღალოსტატური ჩუქურთმებით. ინტერიერი თავიდან მოსახატად არ იყო გათვალისწინებული, რაზედაც მეტყველებს სუფთად გათლილი ქვის წყობა, არქიტექტურული ელემენტების მოხაზულობა და მოჩუქურთმებული იმპოსტები. კედლის მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები მოგვიანო ხანისაა.
 
სახურავჩაქცეული და ნაწილობრივ კედლებგადმორღვეული ეკლესია გაპატარხებულა. ქართული ეკლესიისათვის XIX საუკუნის 70–იან წლებში სამხრეთიდან სომხური ეკლესია მიუშენებიათ, რომელიც ასევე მოუვლელია და დაზიანებული.
 
სათხის ქართულმა სიძველებმა, თავიანთი მეცნიერული მნიშვნელობის გმო, ჯერ კიდევ 19–ეXIX საუკუნეში მიიქციეს მკვლევართა ყურადღება. ამ სიძველეებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ძველი ქართული წარწერები, რომლებიც მრავლად მოიპოვებოდა და ახლაც ბევრი იკითხება ეკლესიის კედლებზე.
 
პირველი ცნობები სათხის სიძველეებისა და მათ შორის ეკლესიის კედლებზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერების შესახებ 1898 წელს გამოაქვეყნა იმ დროისათვის ცნობილმა მკვლევარმა, ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ, ჟურნალ მოგზაურის რედაქტორმა [[ივანე როსტომაშვილი|ივანე როსტომაშვილმა]]. მისი ცნობით, ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე იკითხებოდა ორი წარწერა:
{{ციტატა|ქრისტე, შეიწყალე იერემია}} და {{ციტატა|ქრისტე, შეიწყალე ხარაისძე}}
 
დასავლეთ კედელზე ყოფილა წარწერები:
{{ციტატა|ქრისტე, შეიწყალე გიორგი}}
და
{{ციტატა|ქრისტე, შეიყწალე ძე ბეშქენისა...}}
 
მასვე მოჰყავს ეკლესიის სამხრეთის კედლის ორი წარწერა, რომელთაგან ერთში კითხულობს –
{{ციტატა|ქრისტე, შეიწყალე ყოველნი}}
 
მაგრამ როგორც ეს შემდეგში დააზუსტეს ე. თაყაიშვილმა და ნ. ბერძენიშვილმა, უნდა წავიკითხოთ:
{{ციტატა|ქრისტე, შეიწყალე იოვანე}}
 
რაც შეეხება ეკლესიის სამხრეთის კედლის მეორე წარწერას, იგი განსაკუთრებით ძვირფასი იყო; შეიცავდა მნიშვნელოვან ცნობას და მისი ტექსტი ასე იკითხებოდა:
{{ციტატა|ადიდენ ღმერთმან ფარსმან ერისთავთ–ერისთავი; აღაშენა ესე ეკლესია სადიდებლად მათდა და მშობელთა მათდა სალოცველად}}
 
1933 წელს, ქართული წარწერების შეკრების მიზნით ჯავახეთში მოგზაურობის დროს, 6 აგვისტოს სათხეში იყო დიდი ქართველი ისტორიკოსი ნ. ბერძენიშვილი. მის დროს ჯერ კიდევ ყოფილა შემორჩენილი უმნიშვნელო ნაშთები აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე ამოკვეთილი წარწერებისა, ხოლო დანარჩენის კვალი უკვე მაშინ იყო მოსპობილი.
ამავე დროს, ნიკო ბერძენიშვილს მოჰყავს ეკლესიის საკურთხევლის კედელზე, შიდა მხარეს ამოკვეთილი ორი წარწერა, რომლებიც ივანე როსტომაშვილს თავიდ დროზე შეუმჩნეველი დარჩენია:
 
{{ციტატა|ქრისტე, შეიწყალე ცხორებაჲ}}
და
{{ციტატა|ქრისტე, შეიწყალე გიორგი}}
 
სამწუხაროდ, სათხის ეკლესიის კედლებზე, ცხორების წარწერის გარდა, ამჟამად არცერთი ზემოდასახელებული წარწერა არ მოიპოვება.
 
როგორც ვხედავთ, სათხის ეკლესიის კედლებზე ამოკვეთილი წარწერები ორი კატეგორიისაა: ერთია, საამშენებლო წარწერა ფარსმან ერისთავთა ერისთავისა და მეორეა, მლოცველების – ცხორებას, გიორგის, იოვანეს, ხარაისძის, ბეშქენის ძის წარწერები შეწყალების ფორმულის ტრაფარეტული ტექსტებით.
 
როგორც ი. როსტომაშვილი გადმოგვცემს, ფარსმანის წარწერა ამოკვეთილი ყოფილა ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის ბალავრის ქვაზე. ქვა, შემკული წმინდანთა რელიეფური გამოსახულებებით და ჩუქურთმებით, ამჟამადაც ადგილზეა, მაგრამ წარწერა მასზე, სამწუხარდ, გადათლილია.
 
როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთ–ერთი წარწერის ტექსტის ცნობით, სათხის ეკლესია აუშენებია [[ფარსმან ერისთავთა ერისთავი|ფარსმან ერისთავთა ერისთავს]]. იგი საისტორიო ლიტერტაურაში სავსებით სწორად გაიგივებულია [[ბაგრატ IV]]–ის (1027–1072წწ.) დროის ცნობილ მოღვაწესთან [[ფარსმან თმოგველი|ფარსმან თმოგველთან]]. ჯავახეთში ფარსმან ერისთავთა ერისთავის სახელი, სათხის გარდა, კიდევ ორ წარწერაში იხსენიება – [[ზედა თმოგვი]]ს ეკლესიის წარწერასა და [[მირაშხანი]]ს წარწერაში. ამ უკანასკნელის წარწერის ცნობით, ფარსმანი 1064 წლის ზაფხულში თურქ–სელჯუკთა სულტან ალფ–არსლანის შემოსევისას, ახალქალაქის ციხის გარემოცვის, აღებისა და გადაწვის დროს დაღუპულა. ზედა თმოგვის წარწერის ცნობით, ფარსმანის მამას იოვანე რქმევია და ისინი ჭიმჭიმელები ყოფილან. ჭიმჭიმელის ზედწოდებით იხსენიება კიდევ სხვა იოვანე, გიორგი III ი–სა და თამარის ეპოქის ცნობილი ფილოსოფოსი. ექ. თაყაიშვილის მიერ გამოცემული ერთი ცნობი, იოანე „იყო ნათესავით ქართუელი, სანახებითგან სამცხესა, დაბით ჭიმჭიმით“. მაშასადამე, ჭიმჭმი ანუ ჭირჭიმი, ამ ცნობით სამცხეშია.
 
ეკლესიის ფასადების ასომთავრულ წარწერათაგან ერთ-ერთში მოხსენიებულია მშენებელი „კვირიკე გალატოზი“. სათხის ეკლესიის მოჩუქურთმებული კანკელი ექსპონირებულია [[საქრთველოს ხელოვნების სახელმწფო მუზეუმი|საქრთველოს ხელოვნების სახელმწფო მუზეუმში]].
 
როგორც ზემოთ აღინიშნა, სათხის ქართულ ეკლესიას XIX საუკუნის 70–იან წლებში სამხრეთიდან სომხური ეკლესია მიუშენეს ისე, რომ ქართული ეკლესიის სამხრეთი კედელი დამოიყენეს სომხური ეკლესიის ჩრდილოეთ კედლად, ე.ი. ორივე ეკლესიას ერთი საერთო კედელი ჰქონდა. ქართული ეკლესიისა სამხრეთი კედელი, როგორც სომხური ეკლესიისათვის უკვე შიდა კედელი, დაუფარავთ კირის სქელი ხსნარით. 1990 წლის გაზაფხულზე სომხური ეკლესიის სახურავი ჩრდილოეთ მხარეს ჩაინგრა, ამის შედეგად ნაწილობრივ გაშიშვლდა ქართული ეკლესიის სამხრეთი კედელი, ჩამოიშალა კირის სქელი ფენა, ზოგი ჩამორეცხა წვიმამაც და აქ დიდი ზომის ქვის ფილაზე, ამოკვეთილი აღმოჩნდა ნუსხახუცური დამწერლობით შესრულებული ვრცელი ქართული წარწერა 11 სტრიქონად.
 
წარწერის ტექსტი ასეთია:
 
{{ციტატა|Ⴕგ(იორ)გ(ი) შ(ა)ზ(ე)ლ(ი)სძ(ე)სა და ძეთა ا მისთა შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ. დაიდვეს ا ორი დღე აღ(ა)პი, რომე ا არცა(!) ზედა (ა)შე და სეფ(ი)სკ(უ)ერი ا გამოვიდეს ბ(ა)რბ(ა)რობაი ا და მეორედ მოსვლაი. ა ا მა საყრ(ა)რსა შიგ(ა)ნ მყოاფმა ვერ(ა)ვინ და(ა)კლ(ო)ს წიاრვ(ა)ი. ჩ(უ)ენმა მომ(ა)ვალმან; اდა ვ(ი)ნცა და(ა)კლოს, კანონსა–მცა ქ(უ)ეშე არს; ამ(ე)ნ.}}
სოფლის მახლობლად აღმართულია X საუკუნის დასასრულის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამების დიდი დარბაზული ეკლესია. აგებულია სუფთად გათლილი მოყავისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები აქვს. შეინიშნება სხვადასხვა დროის რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესია ჩრდ. ეგვტერისა და მთავარი ეკლესიის კედლებში ჩართული უფრო ადრინდელი პატარა ეკლესიის ნაწილები. სამკვეთლო და სადიაკვნე საკურთხევლის ორივე მხარეს კედლის სისქეშია მოქცეული. გარედან სარკმელები და კარნიზი შემკულია მაღალოსტატური ჩუქურთმებით. ინტერიერი თავიდან მოსახატად არ იყო გათვალისწინებული, რაზედაც მეტყველებს სუფთად გათლილი ქვის წყობა, არქიტექტურული ელემენტების მოხაზულობა და მოჩუქურთმებული იმპოსტები. კედლის მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები მოგვიანო ხანისაა.
 
წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XII–XIII საუკუნეებით თარიღდება. შესრულებულია ნუსხახუცური დამწერლობით განსხვავებით სხვა ასომთავრული წარწერებისაგან. შინაარსობრივად ეს წარწერა სააღაპეა.
სათხის ქართულმა სიძველებმა, თავიანთი მეცნიერული მნიშვნელობის გმო, ჯერ კიდევ 19–ე საუკუნეში მიიქციეს მკვლევართა ყურადღება. ამ სიძველეებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ძველი ქართული წარწერები, რომლებიც მრავლად მოიპოვებოდა და ახლაც ბევრი იკითხება ეკლესიის კედლებზე.
 
ერთ–ერთი წარწერის ტექსტის ცნობით, სათხის ეკლესია აუშენებია [[ფარსმან ერისთავთა ერისთავი|ფარსმან ერისთავთა ერისთავს]]. იგი საისტორიო ლიტერტაურაში სავსებით სწორად გაიგივებულია [[ბაგრატ IV]]–ის (1027–1072წწ.) დროის ცნობილ მოღვაწესთან [[ფარსმან თმოგველი|ფარსმან თმოგველთან]]. ჯავახეთში ფარსმან ერისთავთა ერისთავის სახელი, სათხის გარდა, კიდევ ორ წარწერაში იხსენიება – [[ზედა თმოგვი]]ს ეკლესიის წარწერასა და [[მირაშხანი]]ს წარწერაში. ეკლესიის ფასადების ასომთავრულ წარწერათაგან ერთ-ერთში მოხსენიებულია მშენებელი „კვირიკე გალატოზი“. სათხის ეკლესიის მოჩუქურთმებული კანკელი ექსპონირებულია [[საქრთველოს ხელოვნების სახელმწფო მუზეუმი|საქრთველოს ხელოვნების სახელმწფო მუზეუმში]].
 
== ლიტერატურა ==
 
* ვ. სილოგავა, სათხის წარწერები, ეპიგრაფიკა. ჯავახეთი, ისტორია და თანამედროვეობა. 127–135 ახალციხე. 2002წ. გვ. 127–135.
* შ. საღარაძე, [[ქსე]], ტ. 8, თბილისი, 1984წ., გვ. 660
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სათხე“-დან