თრიალეთის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ლიტერატურა
ხაზი 1:
[[ფაილი:Trialeti Range at khashuri district.jpg|thumb|250px|თრიალეთის ქედი ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში]]
{{წყარო}}
[[ფაილი:Trialeti Range at khashuri district.jpg|thumb|250px|თრიალეთის ქედი ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში]]'''თრიალეთის ქედი''' — [[ქედი]] [[მცირე კავკასიონი]]ს დასავლეთ ნაწილში, [[ახალციხის ქვაბული|ახალციხის ქვაბულსა]] (დასავლეთით) და [[თბილისი|თბილისს]] (აღმოსავლეთით) შორის. იწყება საბადურის და მტავრდება თლისთან თელეთის ქედით. მდებარეობს [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირზე. სიგრძე დაახლ. 150 კმ, მაქსიმალური სიგანე 30 კმ ძირითადად აგებულია პალეოგენური ვულკანოგენური ნალექებით (პორფირიტული ლავური განფენები, ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფოგენური ქანები), აგრეთვე ზედაცარცული კირქვებით, პალეოცენისა და ოლიგოცენის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქედის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ახალგაზრდა ანდეზიტური ლავები. თრიალეთის ქედის მთავარი განტოტებებია დასავლეთ ნაწილში — გვირგვინი, საბადური, ჭაობარეთი, აღმოსავლეთ ნაწილში — საწკეპელა, თელეთი. ქედის უმაღლესი ადგილია მწვერვალი [[შავიკლდე]] (2850 მ); სხვა მწვერვალების სიმაღლე — ([[არჯევანი]], [[საყველოსმთა]], [[კოდიანი]], [[ოშორა (მთა)|ოშორა]], [[ორთათავი]], [[ქვაჯვარი (თრიალეთი)|ქვაჯვარი]], [[კენჭიყარა]] და სხვა) 2300—2800 მ აღწევს.
 
თრიალეთის ქედის მნიშვნელოვანი [[უღელტეხილი]]ა [[ცხრაწყარო (უღელტეხილი)|ცხრაწყარო]], რელიეფს ძირითადად ქმნის ეროზიული ქედები და ხეობები. განვითარებულია აგრეთვე ვულკანური წარმონაქმნები, ქვაბულები, მერწყრები, გამოქვაბებულები და სხვა. ქედის ჩრდილოეთ კალთაზე საფეხურებივითაა განლაგებული 5 მოსწორებული ზედაპირი, რომელთა აბსოლუტური სიმაღლე 900-იდან 2400 მ-მდე ცვალებადობს. კალთები 1200—1300 მ-მდე შემოსილია მუხნარითა და მუხნარ-რცხილნარით, მთისწინეთი — ჯაგრცხილნარ-მუხნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. 1200—1300-დან 2000—2200 მ-მდე წიფლნარი და წიფლნარმუქწიწვიანი ტყეებია. ქედის ყველაზე მარალი ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეუულობით.
==ლიტერატურა==
* ''ცხოვრებაშვილი შ.'', ქსე, ტ. 4, გვ. 699-700, თბ., 1979
 
[[კატეგორია:საქართველოს ქედები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თრიალეთის_ქედი“-დან