ურარტუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: de:Urartäisches Reich
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Urartu743.png|thumb|250px|ურარტუ მისი ძლიერების მწვერვალზე, სარდირიუს II-ის პერიოდში [[ძვ. წ. 743]]]]
'''ურარტუ''', ახლო აღმოსავლეთის (დღევანდელი [[თურქეთი]]სა და [[სომხეთი]]ს ტერიტორიაზე) ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო ძვ. წ. IX-XI საუკუნეებში მაღალმთიან რეგიონში ტბა [[ვანი (ტბა)|ვანის]] გარშემო. დედაქალაქი [[ტუშფა]] (ახლანდელი [[ვანი (ქალაქი)|ქ. ვანი]], თურქეთში). ურარტუ ამ ქვეყნის ასურული სახელწოდებაა, თავად [[ურარტელები]] საკუთარ ქვეყანას "ბიაინილს" უწოდებდნენ.
 
მისი ძლიერების პიკში ურარტუ ჩრდილო [[მესოპოტამია|მესოპოტამიიდან]] [[სამხრეთ კავკასია|სამხრეთ კავკასიამდე]] იშლებოდა, მოიცავდა რა დღევენდელიდღევანდელი [[სომხეთი|სომხეთის]] ტერიტორიას [[სევანი (ტბა)|სევანის]] ტბამდე. ურარტუს ციხესიმაგრეების ნაშთები შემორჩენილია [[ვანი (ქალაქი)|ვანში]], [[არმავირი|არმავირში]], ერებუნში (დღევენადელი [[ერევანი]]), ანზაფში, კავუსტეპსა და ბაშკალეში.
{{ძველი მესოპოტამია}}
 
==ისტორია==
 
მითანის სამეფოს არსებობის ხანაში ([[ძვ. წ. II ათასწლეული]]) ურარტუელები მის შემადგენლობაში შედიოდნენ, მისი დაცემის შემდეგ კი ([[ძვ. წ. XIII საუკუნე]]) დამოუკიდებლობას მიარწიესმიაღწიეს. ძვ. წ. XIII-XI საუკუნეებში ისინი არაერთხელ გახდნენ მეზობელი ასურელების შემოსევის ობიექტი. [[ძვ. წ. IX საუკუნე]]ში ამ თავდასხმათა გაძლიერებამ ბიძგი მისცა ურარტელთა დიდი გაერთიანების - ურარტუს სამეფოს შექმნას, რომლის პირველ მეფედ დასახელებულია [[არამე]]. მისი მემკვიდრე [[სარდური I]] განაგრძობდა ასურელებთან ბრძოლას და დიდი სააღმშენებლო სამუშაოები ჩაატარა დედაქალაქ ტუშფაში. მასვე განეკუთვნება ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი, ჯერ კიდევ [[ასურული ენა|ასურულ ენაზე]] შედგენილი წარწერები. მის მემკვიდრე [[იშფუინი|იშფუინის]] წარწერები უკვე [[ურარტული ენა|ურარტულ ენაზე]] აქვს შედგენილი.
 
ძვ. წ. IX საუკუნის დასასრულსა და VIII საუკუნის I ნახევარს ურარტუ ძლიერი სახელმწიფოა. ამ დროს მეფობდნენ [[მენუა]], [[არგიშთი I (ურარტუ)|არგიშთი I]], [[სარდური II]]. ურარტუმ დიდი ტერიტორია წაართვა ასურეთს ჩრდილოეთ [[მესოპოტამია|მესოპოტამიასა]] და ჩრდილოეთ სირიაში. ურარტუს დაემორჩილნენ ხუბუშქია (ვანის ტბის სამხრეთით), [[მუსასირი]], მანა (ურმიის ტბის რაიონში), ჩრდილოეთშიც-ამიერკავკასიაში დაიპყრო დიდი ტერიტორია. არარატის ველზე, ააგეს ციხესიმაგრეები მენუახინილი (არარატის მთასთან), [[არგიშთიხინილი]] (გვიანდელი არმავირი) და [[ერებუნი]] (არინბერდი, ქ. ერევნის განაპირას).
 
[[სურათი:Erebuni Walls1.JPG|thumb|ერებუნის გალავანი, სომხეთი]]
განსაკუთრებით გამწვავდა ბრძოლა ჩრდილოეთში ურარტუსა და [[დიაოხი|დიაოხს]] ([[ტაოხი]], [[ტაო]]) შორის, რომელიც არგიშთის დროს [[დიაოხი|დიაოხის]] სრული განადგურებით დამთავრდა. [[სარდური II]] ამ რაიონშიუკვე ებრძოდა კიდევ უფრო ჩრდილოეთ გაერთიანებას - [[კოლხას სამეფო|კოლხას]].
 
განსაკუთრებით გამწვავდა ბრძოლა ჩრდილოეთში ურარტუსა და [[დიაოხი|დიაოხს]] ([[ტაოხი]], [[ტაო]]) შორის, რომელიც არგიშთის დროს [[დიაოხი|დიაოხის]] სრული განადგურებით დამთავრდა. [[სარდური II]] ამ რაიონშიუკვერაიონში უკვე ებრძოდა კიდევ უფრო ჩრდილოეთ გაერთიანებას - [[კოლხას სამეფო|კოლხას]].
 
წარმატებული [[ომი|ომების]] შედეგად ურარტუში თავი მოიყარა დიდძალმა ნადავლმა, მოჰყავდათ ტყვე-მონებიც, რომლის ნაწილს ოჯახებითურთ მიწაზე ასახლებდნენ, ზოგჯერ სამხედრო სამსახურსაც აკისრებენ, ზოგს კი უფრო მძიმე სამუშაოზე იყენებდნენ. [[მეფე|მეფის]] ხელში იყრიდა თავს მონების დიდი ნაწილი, ერთი ნაწილი კი "მეომრებს" მიჰყავდათ და საშინაო მეურნეობაში იყენებდნენ. მატერიალური დოვლათის მწარმოებელთა ძირითად მასა მაინც რიგითი თავისუფლები - მეთემეები და დამოკიდებული მიწათმოქმედნი შეადგენდნენ. ურარტუში ფართო სამეურნეო საქმიანობა იყო გაშლილი. წარწერებში ხშირად არის ლაპარაკი მარცვლეულისა და ღვინის საწყობების აგების შესახებ, სადაც გროვდებოდა ხარკი და გადასახადები. ასეთი ნაგებობები იქმნებოდა ურარტუს ციხესიმაგრეებთან. პრივილეგიური წოდების უმაღლეს ფენას სამეფო გვარი წარმოადგენდა. დიდი ძალა ჰქონდათ სახელმწიფოში ცალკეული ოლქების მმართველებს, რომლებიც ურარტუს დასუსტების ხანაში, ძვ. წ. VIII საუკუნის დასარულს ხშირად აწყოდნენ აჯანყებებს მეფის წინააღმდეგ.
 
ასურეთის მეფემ [[ტიგლათფილესერ III|ტიგლათფილესერ III-მ]] ძვ. წ. VIII საუკუნის 40-30 წლებში რამდენჯერმე დაამარცხა ურარტუს მეფე [[სარდური II]] და წაართვა ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და ჩრდილოეთ სირიის მრავალი რაიონი, ხოლო [[714]] ლაშქრობის შედეგად ასურეთის მეფემ [[სარგონ II|სარგონ II-მ]] შეავიწროვა ურარტუს პოზიციები ურმიისპირა რაიონში (ამ დროს ურარტუში მეფობდა [[რუსა I]]). ამ მარცხს წინ უსწრებდა ურარტელების სასტიკი დამარცხება VIII საუკუნის 20-იან წლებში ჩრდილოეთიდან შემოჭრილ [[კიმერიელები|კიმერიელებთან]] ბრძოლაში.
 
[[სურათი:Urartu715-713.png|thumb|ურარტუ მეფე [[რუსა I]]-ის დროს 715-713 წწ]]
 
ძვ. წ. VII საუკუნეში დაპყრობილი ადგილებიდან ურარტუ თავის პოზიციებს ინარჩუნებდა მხოლოდ სამხრეთ ამიერკავკასიაში. მეფე [[რუსა II|რუსა II-მ]] ([[ძვ. წ. 685]] - [[ძვ. წ. 645]]) აქ ააგო ახალი ციხესიმაგრეები (თეიშებაინი, ახლანდელი კარმირ-ბლური), აწყობდა დიდ სახელმწიფო მეურნეობებს. რუსა II დიდებულებთან ბრძოლაში თავისი პოზიციების განმტკიცების მიზნით ჯარში ფართოდ უხსნიდა გზას დაქირავებულ ელემენტებს (კიმერიელებს). მათთან ერთად რუსა II-მ ილაშქრა მცირე აზიაში და [[ძვ. წ. 676]] გაანადგურა ფრიგიის (ანუ მუშქების) სამეფო. [[ასურეთი]] ამ დროს კვლავ შეშფოთებულ იყო ურარტუს გაძლიერებით. მაგრამ მალე, [[მიდია|მიდიის]] სამეფოსაგან მოსალოდნელი საფრთხის გავლენით, ასურეთი და ურარტუ ერთმანეთის მოკავშირეობას ეძებდნენ - ამ მიზნით ასურეთის სამეფო კარს არაერთხელ ეწვივნენ ურარტუს მეფის ელჩები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ურარტუ“-დან