აფონსუ V (პორტუგალია): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:AfonsoV-P.jpg|thumb|აფონსუ V]]
'''აფონსუ V''' ([[პორ.]] {{lang-pt|Afonso V)}}; ([[15 იანვარი]] [[1432]] - [[28 აგვისტო]] [[1481]]) [[პორტუგალია|პორტუგალიის]] მეფე [[1438]] - [[1481]] წლებში ([[ავისის დინასტია]]). [[დუარტიდუარტე I (პორტუგალია)|დუარტისადუარტესა]] და [[ელეონორა არაგონელი]]ს ვაჟი. იქორწინა [[1448]] წელს იზაბელაზე, [[პედრო კომბრელი]]ს ჰერცოგის ასულზე.
 
დუარტისდუარტეს გარდაცვალების შემდეგ, აფონსუს სრულწლოვანობამდე ქვეყანას მმართავდა მისი დედა ელეონორა. ამ პერიოდში ხშირი იყო არეულობები. დიდებულების ლიდერები იყვნენ ინფნტები პედრუ, ენრიკე და ჟუანი - მცირეწლოვანი აფონსუს ბიძა, რომელმაც ხელში ჩაიგდო რეგენტობა. [[1441]] წელს დედოფალი [[კასტილია]]ში გაიქცა და გარდაიცვალა [[ტოლედო]]ში. [[1448]] წელს აფონსუმ სრულწლოვანებას მიაღწია, ცოლად თავისი ბიძაშვილი იზაბელა მოიყვანა და დაიწყო ქვეყნის დამოუკიდებლად მმართვა.
 
იგი განათლებული, მჭერმეტყველი, ზნეობრივი და ზრდილობიანი იყო, მაგრამ თავარიანი, მას იტაცებდა გეგმები, რომლის განხორციელებაც არ შეეძლო. იგი ჯერ სიმამრის, პედრუს რჩევებს უსმენდა, მაგრამ მოგვიანებით იჩხუბა მასთან და ჩამოაშორა კარს. მათ შორის კონფლიქტი ომში გადაიზარდა, [[1449]] წლის მაისში [[ალფარობეირასთან ბრძოლა]]ში პედრო დაიღუპა.
 
შემდეგ აფონსო საკმაო ხანს იბრძოდა კასტილიის ტახტისთვის. თავისი პრეტენზიების გასამართლებლად მან ცოლად მოიყვანა ხუანა, [[ენრიკე IV (კასტილია)|ენრიკე IV]]-ს ერთადერთი ქალიშვილი, [[1475]] წელს აფონსუ კასტილიაში შეიჭრა და ომი ენრიკეს დის იზაბელას წინააღმდეგ დაიწყო. პორტუგალელებმა აიღეს [[ტორო]] და [[სამორა]], მაგრამ მეტ წარმატებებს ვერ მიაღწიეს - კასტილიელი დიდებულები დედოფლის ერთგულები დარჩნენ. [[1476]] წელს გაიმართა [[ტოროსთან ბრძოლა]]. აფონსუ დამარცხდა. [[1479]] წელს მან უარი თქვა კასტილიის ტახტზე, იზაბელასთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო და გაშორდა ხუანას. იმავე წელს იგი განმარტოვდა და მმართველობა შვილს [[ჟუან II (პორტუგალია)|ჟუანს]] გადააბარა. მისი ბრძანებით [[ლისაბონი]]ს მახლობლად, ზღვის ნაპირზე, დაიწყო მონასტრის მშენებლობა. აფონსუს აქ სურდა დასახლება, მაგრამ იგი გარდაიცვალა სანამ მონასტრის მშენებლობა დასრულდებოდა.
 
==ლიტერატურა==
* Рыжов, K. (1999). ''Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа''. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
 
{{პორტუგალიის მეფეები}}
[[კატეგორია:პორტუგალიის მეფეები]]