ჯულია ლენონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36:
== ქორწინება ალფრედ ლენონთან ==
 
[[ალფრედ ”ფრედი”ლენონი|ალფრედ (ფრედი) ლენონი]] - მის ოჯახში ”ალფის” სახელით წოდებული - იყო მუდამ ხუმარა და მახვილგონიერი ადამიანი. ის დიდხანს ვერ ჩერდებოდა სამსახურებში, ვინაიდან ერჩივნა ლივერპულის ვოდევილების თეატრებსა და კინოთეატრებში სიარული, სადაც ყველა ბილეთების გამყიდველს იცნობდა სახელებით. სწორედ ლივერპულში, კამდენ-როუდზე განლაგებულ კინოთეატრ ”ტროკადეროში” შეამჩნია მან პირველად ქერათმიანი გოგონა ნათელი ღიმილითა და მოგრძო პირისახით. მას ერქვა ჯულია სტენლი.
 
ალფრედმა მეორედ ჯულია ნახა სელფონ პარკში, როდესაც თავის მეგობართან ერთად წასული იყო გოგოების შესაბმელად. ლენონი, რომელსაც ეხურა ქვაბ-ქუდა და ეჭირა სიგარეტის მუნდშტუკი, დაინახა ძელსკამზე მჯდომი ”ეს პატარა უსახლკარო” გოგონა. ჯულიამ (რომელიც იმ დროს სულ 14 წლისა იყო) უთხრა, რომ მისი ქუდი ”სულელურად” გამოიყურებოდა, რაზედაც 15 წლის ალფრედმა უპასუხა, რომ სამაგიეროდ ჯულიას ჰქონდა ”ლამაზი” შესახედაობა და მის გვერდით დაჯდა. ჯულიამ სთხოვა ალფრედს მოეძრო ქუდი, მანაც მოიხადა და პირდაპირ სელფონ პარკის ტბაში გადაისროლა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯულია_ლენონი“-დან