მიხაკების რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
 
მიხაკების რევოლუცია მოამზადა და განახორციელა "კაპიტნების მოძრაობამ", პორტუგალიის ოფიცერთა კორპუსთან ერთად, რომლებიც კაეტანუს რეჟიმის უკმაყოფილო იყვნენ. [[1974]] წლის იანვარში, მას შემდეგ რაც ქვეყნის ერთიანმა ოპოზიციურმა მოძრაობამ – დემოკრატიული საარჩევნო კომისია – უარი თქვა [[1973]] წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე, კაპიტნების მოძრაობის ცენტრალურმა საბჭომ ([[ვაშკუ გონსალვიში]], [[ერნესტუ მელუ ანტუნეში]], [[ვიტორ ალვეში]]) შეიმუშავა მოძრაობის პოლიტიკური პროგრამა. არტილერიის კაპიტანს [[ოტელუ კარვალიუ]]ს დაევალა შეემუშავებინა აჯანყების სამხედრო გეგმა. <ref name="PPR2"> Ермаков В., Поляковский В. «Перекрестки португальской революции» /М., 1978 — С.50</ref>
 
 
აჯანყების დაწყება უნდა დადასტურებულიყო ორიდან ერთ-ერთი სიგნალით:
 
* 24 აპრილის 22:55 საათზე ლისაბონის რადიოარხს ეთერში უნდა გაეშვა [[პაულუ დი კარვალიუ]]ს სიმღერა "ახლა კი ნახვამდის..." ({{lang-pt|«E depois do adeus»}})
* 25 აპრილის 00:00-დან 01:00 საათამდე პერიოდში რადიოსადგურ "რენაშენსას" უნდა წაეკითხა [[ჟოზე ალონსუ]]ს ლექსის "გრანდუელა ვილა მორენა"-ს პირველი სტროფი.
* ოპერაციის დრო:[[1974]] წლის [[25 აპრილი]], 03:00 სთ. პაროლი "გამბედაობა", დაწყება "გამარჯვებისათვის".<ref name="PPR4"> Ермаков В., Поляковский В. «Перекрестки португальской революции» /М., 1978 — С. С. 26 −27</ref>.