მიხაკების რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''მიხაკების რევოლუცია''' ({{lang-pt|Revolução dos Cravos}}) – [[1974]] წლის [[25 აპრილი]]ს, მემარცხენე დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული უსისხლო სამხედრო გადატრიალება [[პორტუგალია]]ში. განახორციელა იატაკქვეშა სამხედრო ორგანიზაციამ "კაპიტნების მოძრაობა". ეს მოძრაობა მოსახლეობას მოუწოდებდა ფაშისტური დიქტატურის დამხობისა და სამხედრო გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებისაკენ.
 
==რევოლუციის მიზეზები==
[[1973]] წელს პორტუგალია დასავლეთ ევროპის უღარიბესი ქვეყანა იყო. მას მოსახლეობის ცხოვრების დონის მიხედვით 39-ე ადგილი ეკავა. [[ანტონიო დი სალაზარი]]ს და [[მარსელუ კაეტანუ]]ს 50-წლიანმა პოლიტიკამ ქვეყანა [[ევროპა|ევროპის]] საკმაოდ ჩამორჩენილ აგრარულ ქვეყანად გადააქცია. სოფლის მურნეობაში მცირე იყო მექანიზაციის როლი. პროდუქციის წარმოება ფაქტიურად არ იზრდებოდა, მაგალითად მარცვლეულის მოსავლიანობა იყო 5-ჯერ დაბალი იყო, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. სოფლის მოსახლეობის თითქმის მთლიანად გაუნათლებელი იყო და პრაქტიკულად მათხოვრობდა<ref name="Vs1"> Суханов В. И. «Революция гвоздик» в Португалии: Страницы истории /М. «Мысль», 1983 — С.19</ref>. ეს ყველაფერი ხდებოდა იმის ფონზე, რომ პორტუგალია იყო უზარმაზარი რესურსების მფლობელი აფრიკულ კოლონიებში (თუნდაც ნავთობის რეზერვები [[ანგოლა]]ში).
 
ამავდროულად პორტუგალიის აფრიკულ კოლონიებში – [[ანგოლა]], [[მოზამბიკი]], [[გვინეა-ბისაუ]] და სხვ. – დაიწყო პარტიზანული ომები მეტროპოლიის წინააღმდეგ. უზარმაზარმა სამხედრო ხარჯებმა მკვეთრად გააუარესა პორტუგალიის ეკონომიკური მდგომარეობა. კაეტანუს რეჟიმის ბოლოდროინდელი არგუმენტები იყო "[[კომუნიზმი|კომუნიზმთან]] ბრძოლა კოლონიებში" და "ატლანტიკური სოლიდარობა" [[ნატო]]ს ფარგლებში, რომლის საშუალებითაც იგი ცდილობდა მოეზიდა მაქსიმალური სამხედრო და ეკონომიკური დახმარება. 1973 წელს, კაპიტალის გადინებამ დიდი გაქანება მიიღო. ფაქტიურად პოლიტიკაში არაფერი ბანდდებოდა, ხოლო საზღვარგარეთ გაედინებოდა მილიონობით დოლარი. პრემიერ-მინისტრი კაეტანუ კრძალავდა ამ სტატისტიკის აფიშირებას. <ref name="PPR1"> Ермаков В., Поляковский В. «Перекрестки португальской революции» /М., 1978 — С.85</ref>
 
[[კატეგორია:პორტუგალიის ისტორია]]