პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
'''პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში''' – საშინაო პოლიტიკის პოლიტიკური ინსტრუმენტი [[რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა|საბჭოთა რუსეთსა]] და [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირში]], დაწყებული [[ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციის]] ([[1917]]) პირველივე დღეებიდან [[სსრკ-ის დაშლა|საბჭოთა კავშირის დაშლამდე]] ([[1991]]), რომლის მსხვერპლი გახდა სსრკ–ში მცხოვრები მილიონობით ადამიანი. [[კულმინაცია]]მ მიაღწია [[სტალინი]]ს ეპოქაში, გრძელდებოდა [[ხრუშჩოვის დათბობა|"ხრუშჩოვის დათბობის"]] დროს, გაძლიერდა [[ბრეჟნევის უძრაობა|ბრეჟნევის უძრაობის]] ხანაში, რაც საბჭოთა [[დისიდენტი|დისიდენტების]] დევნაში გამოიხატა და არ შეწყვეტილა არც [[გორბაჩოვის პრესტროიკა|გორბაჩოვის პერესტროიკის]] ეპოქაში. მისი მემკვიდრეობა კვლავ გავლენას ახდენს დღევანდელი [[რუსეთი]]ს ცხოვრებაზე.
 
==გენეზისი და ადრეული სსრკ==
რეპრესიების თეორიული ბაზისი ემყარებოდა [[მარქსიზმი|მარქსისტულ]] შეხედულებას [[კლასობრივი ბრძოლა|კლასობრივი ბრძოლის]] შესახებ და აქედან გამომდინარე, [[პროლეტარიატის დიქტატურა|პროლეტარიატის დიქტატურის]] იდეას. მისი საკანონმდებლო ბაზა გაფორმდა [[რსფსრ–ის სისხლის სამართლის კოდექსის 58–ე მუხლი|რსფსრ–ის სისხლის სამართლის კოდექსის 58–ე მუხლში]] (ძალაში შევიდა [[1927]] წლის [[25 თებერვალი|25 თებერვალს]]) და დანარჩენი [[პოსტსაბჭოთა სივრცე|საბჭოთა რესპუბლიკების]] შესაბამის მუხლებში.
 
"[[პოლიტიკური რეპრესია|რეპრესია]]", "[[ტერორის მმართველობა|ტერორი]]" და სხვა მსგავსი სიტყვები, ადრეულ საბჭოთა პერიოდის საშინაო პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი სამუშაო ტერმინები იყო.
 
იმ დროს, რეპრესირებულებს ხალხის მტრებს უწოდებდნენ. სახელმწიფოს მიერ დასჯა ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ სიკვდილს, უდანაშაულო ადამიანების გაგზავნას [[გულაგი|გულაგებში]], ძალადობრივ გადასახლებას და სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევას. გარკვეულ პერიოდში, "სამშობლოს მოღალატის" ოჯახის ყველა წევრი ისჯებოდა, ბავშვების ჩათვლით, როგორც "სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი". რეპრესიებს ახორცილებდნენ [[ჩეკა]], მისი მემკვიდრე უწყებები და სხვა სახელმწიფო ორგანოები. რეპრესიები შეიძლება დაიყოს როგორც პერიოდებად, ასევე თემატურად: წითელი ტერორი, კოლექტივიზაცია, დიდი წმენდა, ექიმთა საქმე და სხვა. რეპრესიები ხორციელდებოდა, როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც [[II მსოფლიო ომი]]ს დროს წითელმა არმიამ "გაათავისუფლა", [[ბალტიისპირეთი
|ბალტიისპირეთის ქვეყნებისა]] და [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთ ევროპის]] ჩათვლით.<ref>[[Anton Antonov-Ovseenko]] ''[[Beria]]'' (Russian) Moscow, AST, 1999. [http://fictionbook.ru/author/antonov_ovseenko_anton/beriya/antonov_ovseenko_beriya.html Russian text online] </ref>
 
სახელმწიფო რეპრესიებმა გამოიწვიეს წინააღმდეგობა, რომელიც სასტიკად იხშობოდა სამხედრო ძალებით. ასეთი იყო [[ტამბოვის ამბოხება]], [[კრონშტადტის ამბოხება]] და [[ვორკუტის აჯანყება]]. ტამბოვის ამბოხების დროს, ბოლშევიკურმა სამხედრო შენაერთებმა სამოქალაქო პირებისა და ამბოხებულთა სოფლების წინააღმდეგ [[ქიმიური იარაღი]] გამოიყენეს.<ref name="Tambov"> [http://gulag.ipvnews.org/article20061017.php B.V.Sennikov. ''Tambov rebellion and liquidation of peasants in Russia''], Publisher: Posev, 2004, ISBN 5-85824-152-2 [http://www.rusk.ru/vst.php?idar=321701 Full text in Russian] </ref> ხშირად, სოფლების წარჩინებული მოქალაქეები მძევლად აყავდათ, რომელთაც სიკვდილით სჯიდნენ იმ შემთხვევაში, თუკი ამხობული მებრძოლები არ ნებდებოდნენ.<ref>Courtois, Stephane; Werth, Nicolas; Panne, Jean-Louis; Paczkowski, Andrzej; Bartosek, Karel; Margolin, Jean-Louis & Kramer, Mark (1999). ''The [[Black Book of Communism]]: Crimes, Terror, Repression''. [[Harvard University Press]]. ISBN 0-674-07608-7 </ref>
 
==რეპრესიების სსრკ–ს წარმოშობამდე – წითელი ტერორი==