პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 46:
 
==პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღე==
===საქართველო===
2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც '''23 აგვისტო გამოცხადდა ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ'''. იმავე წლის 23 აგვისტოს საქართველოში პირველად აღნიშნეს ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღე.<ref>[http://origin.tavisupleba.org/content/article/2135319.html 23 აგვისტო - ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღე_რადიო თავისუფლება_23.08.2010]</ref>
 
1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ გერმანიას შორის გაფორმებული თავდაუსხმელობის (ე.წ. რიბენტროპ-მოლოტოვის) პაქტით, ორმა ტოტალიტარულმა ქვეყანამ გავლენის სფეროებად დაინაწილა ევროპა, რითაც სათავე დაედო ყველაზე სისხლისმღვრელ ომს კაცობრიობის ისტორიაში.
 
მანამდე, 2009 წელს 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ევროპის პარლამენტმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოაცხადეს.
 
ვიდრე დადგენილებას მიიღებდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ 1939 წლის 23 აგვისტო ევროპის უახლოესი ისტორიის უმძიმესი თარიღია. ამ დღეს დადებული ხელშეკრულების საიდუმლო ოქმების მიხედვით განისაზღვრა საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ინტერესთა სფეროები, რამაც საზღვრების რღვევასა და რეპრესიების ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი: კატინის ცნობილი ტრაგედიას, მასობრივ დეპორტაციებს (მოსახლეობის დაპატიმრება, გაციმბირება) და სხვა
 
1939 წლამდე ტოტალიტარული ქვეყნები რეპრესიებს, ძირითადად, საკუთარი ხალხების წინააღმდეგ მიმართავდნენ, 1939 წლის 23 აგვისტოს შემდეგ კი სისტემატური ხასიათი შეიძინა ძალადობამ დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობის მიმართ. საქართველოს პარლამენტის წევრის [[ნუგზარ წიკლაური]]ს თქმით, ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტოტალიტარიზმი ცალკე რომელიმე სახელმწიფოსა და ერის პრობლემა როდია: „როცა ვსაუბრობთ ტოტალიტარიზმზე, ვსაუბრობთ იმაზეც, რომ თუკი შენ დაუშვებ, რომ შენს მეზობელ ქვეყნებში (ევროპა იქნება თუ სხვა რომელიმე რეგიონის ქვეყნები) გაიმარჯვოს ტოტალიტარიზმმა, აუცილებლად ეს „წითელი მამალი“ მოგაკითხავს შენ და აუცილებლად მოვა შენს სახლშიც. ამიტომ შეფასება იმისა, რაც იყო ფაშიზმი და რაც იყო კომუნიზმი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი.“
 
უნდა ითქვას, რომ ევროპის პარლამენტისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივას ყველა ქვეყანაში არ იზიარებენ. მაგალითად, რუსეთში ბევრი დღემდე მისტირის საბჭოთა კავშირს და არ ცნობს კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა პირველად შემოიტანა ევროპულ დისკურსში მთელი სიმწვავით გავლენის სფეროთა ცნება, ანუ ის, რის დაკანონებასა და ლეგიტიმაციას ასეთი დაჟინებთი ცდილობენ რუსეთის დღევანდელი მმართველები.
 
==იხილე ასევე==