პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 22:
 
რეპრესიების ზოგიერთი აქტიური ორგანიზატორი (გ. იაგოდა, ნ. იეჟოვი, ნ. კრილენკო, პ. პოსტიშევი, ვვ. აბაკუმოვი) თავად გახდნენ მათი მსხვერპლი, სხვები (ლავრენტი ბერია, ვ. დეკონოზოვი და შსს-სა და სუკ-ის თანამშრომელთა სხვა ჯგუფი) გასამართლებულ იქნენ უკვე სტალინის სიკვდილის შემდეგ. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა რეპრესიების ორგანიზატორთა ფართომასშტაბანი დევნით დაინტერესებული არ იყო, ვინაიდან თავად იყო მასში მონაწილე. 1956 წლის შემდეგ რეპრესიებში თანამონაწილეობის ბრალდება შეიძლება გამოყენებულიყო მსხვილი პარტიული ლიდერის თანამდებობიდან გადასაყენებლად პოლიტიკურ ბრძოლაში, თუმცა ასეთი შემთხვევები განკერძოებული იყო, ხოლო წლიდან ამგვარი პრეცედენტი აღარ განმეორებულა.
====დიდი წმენდა საქართველოში====
პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში 1917 წლიდან, ხოლო საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო. პოლიტიკური რეპრესიები სულ უფრო ძლიერდებოდა , მაგრამ განსაკუთრებულად ფართო მასშტაბებს 30-იანი წლების შუა ხანებში მიღწია. რეპრესიებს საბჭოთა კავშირში ყოველთვის ერთი მიზანი ჰქონდა - პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება. 30-იანი წლების რეპრესიების მასშტაბურობა და სისასტიკე განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით. 1. მოსახლეობის უმრავლესობას, რომელთაც მართლაც ჰქონდათ რწმენა იდეოლოგიის და სოციალისტური წყობის შექმნისა, იმედი გაუცრუვდა. სოციალისტური სისტემის ნაცვლად მათ თვალწინ ჩამოყალიბდა ძალმომრეობაზე დამყარებული სისტემა, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ადამიანს აქცევდა პოლიტიკური სისტემის ბრმა შემსრულებლად. 2. კომუნისტურ პარტიაში სტალინის კურს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. 3. ძველი ინტელიგენცია, რომელიც არასდროს შერიგებია საბჭოთა სისტემას. ყველა ამ მიზეზთა გამო ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძლიერი ოპოზიციური აზრი, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა კომუნისტურ პარტიას.
 
იოსებ სტალინმა და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების მიზნით, დაეწყოთ დიდი პოლიტიკური რეპრესიები. პოლიტიკურ რეპრესიებს საქართველოში დიდი გულმოდგინებით ატარებდა ლავრენტი ბერია, რომელიც ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკას, ხოლო შემდგომ საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციას ედგა სათავეში და ფაქტობრივად ერთპიროვნულად წყვეტდა ყველა საკითხს.
 
30-იანი წლების რეპრესიები შეეხო ყველა კლასს და სოციალურ ფენას, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა ინტელიგენცია. რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ გამოჩენილი მწერალი : მიხეილ ჯავახიშვილი, ცნობილი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, ლიტერატურათმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილი, სახელგანთქმული პოეტები პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვები. ქართული კულტურის მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა მრავალი წელი გადასახლებებში და ციხეებში გაატარა . პოლიტიკური რეპრესიები უმკაცრესად შეეხო ქართველ ბოლშევიკებსაც, სიკვდილით იქნა დასჯილი: მიხეილ კახიანი, მამია ორახელაშვილი, ლევან ღოღობერიძე, ბუდუ მდივანი, მიხეილ ოკუჯავა, სამსონ მამულია და სხვები.
 
===გენოციდო, ეთნიკური წმენდა და ერების გადასახლება===